მიწამებ ვითომ?!...

+ -
+13
მიწამებ ვითომ?!...



ჩემი კედელი ,ჩემი რწმენა რომ დაანგრიე
ამის მერეა ამ კედლებში მე ვზივარ თვითონ,
ხანდახან ვფიქრობ გაპატიო ყველა შეცდომა
მაგრამ,სიყვარულს დაიჯერებ?!...მიწამებ ვითომ?!
ახლა ყველაფერს სხვა გემო აქვს,სხვა არომატი
სათქმელი უფრო მეტია და არც არის რადგან,
უკვე ტკივილი შევიკეცე მე ჩემს სხეულში
შენ კი მარტო ხარ ,მელოდები მაგ ღია კართან.
ჩემგან შენ შორს ხარ,უკვე როგორც გასული წამი
როგორც მე ვიცი,ანდა როგორც დეკემბრის ბოლომ
სულ გამაგიჟა ამ სიმღერამ,ჩვენი რომ ერქვა
მოსაგონებლად შენგან წიგნი შემომრჩა მხოლოდ.
და რა თქმა უნდა,ძლიერ მიჭირს აღიარება
მარტო რომ დავრჩი,ისე როგორც ნახმარი წინდა
კისერთან ცრემლებს რომ ვიჩერებ ხელის გულებით
თმებზე შეგეხო,თუნდაც ლანდათ გიხილო მინდა.
და მონატრება ათჯერ,ასჯერ მეტია უფრო
და ამ ტკივილებს ისევ მარტო,მე ვუვლი თვითონ
ხანდახან ვფიქრობ ,რომ მოვიდე რა დაშავდება?
მაგრამ,სიყვარულს დაიჯერებ?!..მიწამებ ვითომ?!

მსგავსი სიახლეები

კომენტარები 0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
up