სამყაროსავით ბერდება გულიც.

+ -
+5
სამყაროსავით ბერდება გულიც.




ვერაფრით გეტყვი როგორ მიყვარდი.
შენ საარსებო იყავი წამი
და როგორც ბაღში წითელი ვარდი,
მე სიყვარულის ყვავილად მწამდი.

მჯერა და გეტყვი რასაც ვგრძნობ ახლა,
უშენო დღეებს რომ გადავურჩი.
ახლა მე ლექსით სიჩუმეს ვფანტავ,
უშენოდ ალბათ დროშიც დავმუნჯდი.

სამყაროსავით ბერდება გულიც,
თუ სევდიანი ვერაფერს ამბობს
და როგორც ცაში მტრედების გუნდი,
სიცოცხლის განცდით ვერ სიხარულობს.

შენახარ ცხელი აგვისტოს სუნთქვა,
ობოლ თებერვალს რომ მითბობ ფიქრებს.
წლები გადის და შენ კვლავაც სუსხავ,
ნატვრით გადაღლილ ჩემს გულის სიმებს.

ვერაფრით გეტყვი როგორ მიყვარდი.
შენ საარსებო იყავი წამი
და როგორც ბაღში წითელი ვარდი,
მე სიყვარულის ყვავილად მწამდი...

ავტორი::ზაზა ბაგალიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები 0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
up