sitename
გიორგი  ზანგური-ვურჩიოთ რამე
02.02.2015 1 126 0 მიშო

გიორგი ზანგური-ვურჩიოთ რამე

ბიბლიოთეკა / პოეზია
რჩეულებში
გიორგი  ზანგური-ვურჩიოთ რამე


ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
“რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო
კომენტარები (0)
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გიორგი  ზანგური-ქურდი
გიორგი  ზანგური-ქურდი
გიორგი ზანგური-ქურდი
02.02.15 ბიბლიოთეკა / პოეზია
ლოგინს შეეპარა გლეხის გოგო ისე თამამი და კალმახური ტანზე არ მაკმარა საბანი და თავის სიმხურვალეც დამახურა. ჯერ ჩამოიშალა ნაწნავები, როგორც ქალწულობის მიტოვება, ჩემზე
შექსპირი - 96 სონეტი
შექსპირი - 96 სონეტი
შექსპირი - 96 სონეტი
09.10.14 ბიბლიოთეკა
ზოგიერთები სიყმაწვილეს გითვლიან ცოდვად, სხვებმა კი მთელი შენი ყოფა ცოდვად დასახეს, და ბოლოს მაინც შენდა ქებად იწყებენ ბოდვას, რადგან, მაცდურო, ღირსებებად ცოდვებს ასაღებ.
შექსპირი - 79 სონეტი
შექსპირი - 79 სონეტი
შექსპირი - 79 სონეტი
03.10.14 ბიბლიოთეკა
წინათ ჩემს გარდა სხვა არავინ გთხოვდა წყალობას და მხოლოდ ჩემს ლექსს ანათებდა მზე სხივოსანი, დღეს სნეულ რითმას აღარ ძალუძს შენზე გალობა, შენს დიდებაში შემეცილა უცხო
შექსპირი - 14 სონეტი
შექსპირი - 14 სონეტი
შექსპირი - 14 სონეტი
08.09.14 ბიბლიოთეკა
სამყაროს ბედი ვარსკვლავებით ვერ შევიცანი, და მაინც ვფიქრობ, მეც ვარ ერთი ვარსკვლავთმრიცხველი, თუმცა ვერ ვიტყვი, მზე გველის თუ კუბოს ფიცარი, ჭირი გაჩნდება თუ დადგება
ეძღვნება ალიკო მაზიაშვილს
ექვსი წელია მე არ მენახე ჩემო საყვარელო მამა. შენი სითბო და ალერსი მაკლდა,არ მაკლდა განა?
ლექსები მეგობარზე - ახალი კრებული (5 ლექსი)
შენ რომ გაუგებ და გაგიგებს ეს სულ სხვა არის, ეს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ნამდვილ მეგობარს, შენი ტკივილი რომ სტკივა და შენს ლხინს შეჰხარის, შენ რომ ენდობი და ყოველთვის