sitename
გიორგი  ზანგური-სურვილების ყულაბა
02.02.2015 1 156 0 მიშო

გიორგი ზანგური-სურვილების ყულაბა

ბიბლიოთეკა / პოეზია
რჩეულებში
გიორგი  ზანგური-სურვილების ყულაბა



სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის.
სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი,
ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკავდი მინდვრებზე შავ-თეთრა კრავებს დილით.

ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,
გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.

გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს
და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.
მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი მზის სხივს.

ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიხცულ მგზავრებს
ცივი წლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.

მერე ვნახავდი საცოლეს, ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქრო-დავერცხლილ ქამარს,
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს.

მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში შუბლზე ვაცხებდი მირონს.
მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე,
პატარა მაჯებს ვანდობდი მე რომ თოფი მაქვს სხვენზე.

წკეპლას მოვცხებდი თეძოზე ჩემს ხალიბნალა ფაშატს
და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს.
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალოდ ხის და ისლის.
სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი
კომენტარები (0)
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
იცი რა?
იცი რა?
იცი რა?
06.01.15 ლექსები სიყვარულზე
იცი რა? მინდიხარ შენ იცი რა მინდოდა? შენი ალერსი მქონებოდა. იცი რა მინდოდა? შენი სიყვარული მინდოდა მეგრძნო. და ისევ გეთქვა როგორც მაშინ მიყვარხარ ბიჭო ჩემშიხარ ისევ.
შექსპირი - 110 სონეტი
შექსპირი - 110 სონეტი
შექსპირი - 110 სონეტი
12.10.14 ბიბლიოთეკა
ვაგლახ, რომ მართლაც სად არა ვარ ნაწანწალები, ხან ლაზღანდარა და მასხარა ვიყავ საწყალი, ვფლანგე სიმდიდრე, შეძენილი დიდის წვალებით და ძველი გრძნობა ახალ ტრფობით
შექსპირი - 86 სონეტი
შექსპირი - 86 სონეტი
შექსპირი - 86 სონეტი
07.10.14 ბიბლიოთეკა
როს ტყვედ მიყვები მისი ლექსის გაშლილ იალქნებს, როცა მის სიტყვას მონუსხული გულში იკონებ, შიშით ვიბნევი და ფიქრებსაც ვატან ნიავქარს, კვირტშივე დამჭკნარს ვმარხავ ჩემი
ალეკო შენგელია - დედას
ალეკო შენგელია - დედას
ალეკო შენგელია - დედას
01.10.14 ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები დედაზე
წყაროს წკრიალი რომ მესმის, გულს რომ აცოცხლებს ცივ-ცივი, ეს დედაჩემის ხმა არის და დედაჩემის სიცილი!
შექსპირი - 32 სონეტი
შექსპირი - 32 სონეტი
შექსპირი - 32 სონეტი
18.09.14 ბიბლიოთეკა
როცა ვიქნები საუკუნო ძილით მძინარი, სიკვდილის ფერფლი დააყუჩებს სულის გოდებას, მერე თუ შეგვხვდა ჩემი ლექსი ნაცოდვილარი, შენი მიჯნურის სტრიქონები მოგაგონდება. მთ შეადარებ,
შიში ხარ შენ ჩემი
შიში ხარ შენ ჩემი
შიში ხარ შენ ჩემი
13.05.12 პოეზია
შიში ხარ შენ ჩემი მეშინია არ დაგკარგო, ნატვრა ხარ შენ ჩემი მენატრები ჩემო კარგო, სიყვარული ხარ შენ ჩემი მართლა ძალიან მიყვარხარ, დარდი ხარ შენ ჩემი ყოველთვის ვდარდობ