sitename
გიორგი   ზანგური-ღამემ უსურვილო ცაზე ამათრია
02.02.2015 1 060 0 მიშო

გიორგი ზანგური-ღამემ უსურვილო ცაზე ამათრია

ბიბლიოთეკა / პოეზია
რჩეულებში
გიორგი   ზანგური-ღამემ უსურვილო ცაზე ამათრია



ღამემ უსურვილო ცაზე ამათრია
ვარსკვლავდაბერტყილი თუთის კენწეროდან,
ვიცი ტუჩებიდან ამბორს ამათლიან,
ქალაქს წვიმაში რომ მხრებზე ეცემოდა.

ღრუბლის აივანზე სხივის გამოფენას,
ჩრდილებჩამოწელილ კედლის ავარიას,
მზისკენ დედამიწის ყოველ გამოფრენას
წარსულუქონელი აწმყო აბარია.

ხვრეტდა ხელისგულებს ცერით ბალერინა,
ღამის სიგარეტი მალე იწეოდა
და მე ვიხსენებდი, შენი მანერიდან
ქალის სიფაქიზე როგორ იქცეოდა.

ქარმა გაიტაცა ხიდან საქანელა,
ჩვენი ბავშვობიდან აწმყოს ვიფერადებ.
მახსოვს ერთი სახლის ქუჩის დაქანება,
სადაც საქორწინო კაბას გიკერავდნენ.

ღამემ უსურვილო ცაზე ამათრია
ვარსკვლავდაბერტყილი თუთის კენწეროდან,
ახლა ტუჩებიდან ღიმილს ამათლიან,
ქალაქს ხალისით რომ თვალში ეცემოდა.
კომენტარები (0)
კომენტარის დამატება
გიორგი  ზანგური-ქურდი
გიორგი  ზანგური-ქურდი
გიორგი ზანგური-ქურდი
02.02.15 ბიბლიოთეკა / პოეზია
ლოგინს შეეპარა გლეხის გოგო ისე თამამი და კალმახური ტანზე არ მაკმარა საბანი და თავის სიმხურვალეც დამახურა. ჯერ ჩამოიშალა ნაწნავები, როგორც ქალწულობის მიტოვება, ჩემზე
შური ხომ იძია ჩემმა სიყვარულმა
შური ხომ იძია ჩემმა სიყვარულმა
შური ხომ იძია ჩემმა სიყვარულმა
28.11.14 ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები სიყვარულზე
შური ხომ იძია ჩემმა სიყვარულმა, სხვა სიყვარულები მეტს რას დაგმართებენ, ზეცა დაგანახა, სადაც სიხარულით შენი ვარსკვლავები აღარ ანათებენ.
იცი?!… შემეშალე ერთხელ, ახლა მოგაგენი ვიცი…
იცი?!… შემეშალე ერთხელ, ახლა მოგაგენი ვიცი…
იცი?!… შემეშალე ერთხელ, ახლა მოგაგენი ვიცი…
27.11.14 ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები სიყვარულზე
მთელი ცხოვრებაა გეძებ, მთელი ცხოვრებაა გნატრობ, იცი?!… შემეშალე ერთხელ, ახლა მოგაგენი ვატყობ.
მიყვარხარ  საიქიომდე
მიყვარხარ  საიქიომდე
მიყვარხარ საიქიომდე
04.11.12 ლექსები სიყვარულზე
მიყვარხარ საიქიომდე, ლექსი სიყვარულზე. ძალიან გთხოვთ შეაფასოთ
ცოტაოდენი ლექსები - როგორც ყოველთვის, ნაწილი 10
თეთრი არის შენი ფერი - თეთრი არის შენი ფერი ლურჯი უფრო მისი არის - უშენობა უშენობის ფერად ტკივილს მიზიარებს... გადმოდგება ცაზე მთვარე და მნათობთა გაშლის ფარას, ვერ
ცოტაოდენი ლექსები - როგორც ყოველთვის, ნაწილი 3
ყოველთვის, როცა ჩემთან მოდიხარ, ჩემი გულის ცემა, დილით, ეკლესიაში დარეკილი ზარის მსგავსად, მთელ ქალაქს ესმის... და ვენდობი შენს გამოწვდილ ხელებს, ისე, როგორც ხეივნის
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.