sitename
გიორგი  ლეონიძე-ყივჩაღის პაემანი
02.02.2015 1 104 0 მიშო

გიორგი ლეონიძე-ყივჩაღის პაემანი

ბიბლიოთეკა / პოეზია
რჩეულებში
გიორგი  ლეონიძე-ყივჩაღის პაემანი



ყურღანებიდან გნოლი აფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი! მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაყად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები…
როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდით ნისლები…

მოდი! გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა,
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..
კომენტარები (0)
კომენტარის დამატება
იცი რა?
იცი რა?
იცი რა?
06.01.15 ლექსები სიყვარულზე
იცი რა? მინდიხარ შენ იცი რა მინდოდა? შენი ალერსი მქონებოდა. იცი რა მინდოდა? შენი სიყვარული მინდოდა მეგრძნო. და ისევ გეთქვა როგორც მაშინ მიყვარხარ ბიჭო ჩემშიხარ ისევ.
მივდივარ და მიმაქვს შენი ფიქრები...
მივდივარ და მიმაქვს შენი ფიქრები...
მივდივარ და მიმაქვს შენი ფიქრები...
28.11.14 ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები სიყვარულზე
მოვედი შენთან,რომ გაჩუქო ვარდი! ბევრი გიმღერო გიტარის ფონზე... გთხოვ,მომისმინე და გამომართვი. წასვლა არ მინდა უშენოდ გთხოვ მე...
თვალებს ცრემლები ისევ ესტუმრა...
თვალებს ცრემლები ისევ ესტუმრა...
თვალებს ცრემლები ისევ ესტუმრა...
27.11.14 ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები სიყვარულზე
თვალებს ცრემლები ისევ ესტუმრა... გულს კი მოაწყდა დარდი, ცა მოიღრუბლა ალბათ იწვიმებს... ჩემს ცრემლებს წვიმა წაშლის. გავყვები მერე წვიმიან ქუჩას... როგორც მიყვარდა
არჩილ სულაკაური - დედა
არჩილ სულაკაური - დედა
არჩილ სულაკაური - დედა
10.10.14 ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები დედაზე
მოველ, ალერსი რომ კვლავ მეგემა, შენი ღიმილით დამხვდა ზაფხული, ძველი ოცნება შემომეგება შენს ღრმა თვალებში შემონახული.
ნანა მეფარიშვილი - თითქოს პატარა ვარ
ნანა მეფარიშვილი - თითქოს პატარა ვარ
ნანა მეფარიშვილი - თითქოს პატარა ვარ
07.10.14 ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები დედაზე
თითქოს პატარა ვარ, მოკლეკაბიანი, ეზოს ჩამოვურბენ ფრენით, შენთან მოვირბენ და მუხლზე მოგეხვევი, ძალა მომეცემა შენით.
ოთარ ჭილაძე - გარეთ ისევ წვიმს
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა, გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს მე ვგრძნობ, რომ მცივა და მენატრები, მაგრამ ვერ გხედავ როგორც სიცივეს.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.