sitename
რატი  ამაღლობელი-სეკვენცია
02.02.2015 1 323 0 მიშო

რატი ამაღლობელი-სეკვენცია

ბიბლიოთეკა / პოეზია
რჩეულებში
რატი  ამაღლობელი-სეკვენცია



ანი ბანი და განი და
მართლა არ ვიცი რა მინდა,
ალბათ პატარა და მინდა
ღმერთო, დამინდე, ამინ და
ანი ბანი და განი და.
მინდა ამოვძვრე კანიდან,
სიცოცხლე მინდა თავიდან.
სიკვდილი მინდა?- არ მინდა,
არა როგორმე გავუძლებ,
არა როგორმე ავიტან
დღეებს, რომლებიც სვე-ბედმა
გამი-წვიმ-ავდარ-ამინდა.
ანი ბანი და განი და
ბედის ცამეტი განედი
ვერ გავისიგრძეგანე და
მისი უღრმესი ქანიდან
ვყვირივარ: ანი ბანი და
განი და დანი ზანი და
თანდათან თანი კანი და
ლანი და მანი მანი და
მე ნანი- ნანი-ნა მინდა.
ვეფხვის ტყავისა გაძრობა
ამ გატანჯული ტანიდან
და წასვლა იერუსალიმს,
კანას ქორწილში სმა მინდა.
მეგზურად მწყემსი ძმა მინდა:
პანი და ჟანი რანი და
ფანი და ღანი ყანი და
შანი ჩანი და ქანი და
ეზო-კარიდან, ყანიდან
მუნ ჩემი ბაღის ნაყოფის
მიტანა ქანაანიდან.
მე ცაზე ცანი ვცანი და
ჯანი და ზანი წანი და
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა.
ვიწრო ბილიკის მაგიერ
ათი ათასი გზა მინდა.
გზა მინდა მნათობებიდან,
შენსკენ მავალი გზა მინდა,
მზის მუცელღების ხმა მინდა.
სამი და ჭანი ხანი და
ვერძის შუბლიდან, ხარიდან
ისევ მნათობთა გზა მინდა,
ყოველ მნათობში ანთებულ
საიდუმლოში წვა მინდა.
ყველა ვარსვლავში წვა მინდა,
ყველა ვარსვლავში სვლა მინდა,
ყველა ვარსკვალავის ცვლა მინდა,
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა.
ანი ბანი და განი და,
ღმერთო, ამ შუბლის ამინდი
ცხრა მზით ამინთე, ამინ და
ისევ ა-მინდა, ე-მინდა,
თეთრი ი-მინდა,ო-მინდა
სანამ ცხოვრების ჰოემდე
მივალ ათასი ომიდან,
ერთი ძლიერი უ-მინდა,
სამოთხის ვაშლი უმი, და
მერე შენს გვერდით თუ გინდა,
ანი ბანი და განი და,
ღმერთო, დამინდე და მინდა.
კომენტარები (0)
კომენტარის დამატება
მინდა...
მინდა...
მინდა...
09.07.15 ლექსები სიყვარულზე
მინდა გაკოცო ტუჩებში ნაზად ცხოვრების წლები ვაქციო წამად, მინდა ჩაგკიდო ხლები მაგრად რომ არ გამიშვა არადროს არსად.
მერე გავხდები მუნჯი...
მერე გავხდები მუნჯი...
მერე გავხდები მუნჯი...
04.12.14 ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები სიყვარულზე
დღეს მინდა ვიყო წმინდა, ახალშობილის მსგავსი, ო, იცი როგორ მინდა, ცოდვებს, მოვფინო ხავსი. ო, იცი როგორ მსურის, განმარტოება ბედთან, ცოდვით აღვსილი სულის, მსხვერპლად
მიყვარხარ
მიყვარხარ
მიყვარხარ
28.11.14 ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები სიყვარულზე
მინდა გიყურო მძინარეს ღამით და ყოველს დილას გზა დაგილოცო, მინდა,რომ ვგრძნობდე შენს გულის ფეთქვას და შენს სუნთქვას ჩუმად ვუსმინო. მახსოვს პირველი ჩვენი შეხვედრა ჩუმი
უბრალოდ  მინდა
უბრალოდ  მინდა
უბრალოდ მინდა
09.07.14 ბიბლიოთეკა / პოეზია
უბრალოდ მინდა ჩაგიკრა გულში გითხრა მიყვარხარ მიყვარხარ ძლიერ უბრალოდ მინდა რომ მოგეფერო ჩემო სოცოცხლევ და თვალის ჩინო ავტორი:მანუჩარი
რათ მინდა
რათ მინდა
რათ მინდა
09.07.14 ბიბლიოთეკა / პოეზია
როცა მოვკვდები გარდავიცვლები რათ მინდა თქვენი ვარდი და ია რათ მინდა თქვენი ყალბი ცრემლები გახვალთ და უკვე დაგავიწყდებით რათ მინდა თქვენი ყალბი სიტყვები
იმას, ვინც ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს
მინდა, რომ გიყვარდე მინდა, რომ მიყვარდე როგორც სპეტაკი ცა. მინდა არ გრცხვენოდეს, მინდა არ მრცხვენოდეს, რომ შენ არსებობ კვლავ. მინდა, რომ გამათბო მინდა, რომ გაგათბო
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.