სტატუსები ნაწილი 6

+ -
+8
სტატუსები  ნაწილი 6



"ყოველ დროში ერთი და იგივე ხდებოდა,მრავალტანჯულ ხალხებს ერთიმეორეს უსევდნენ და უაზრო ხოცვა-ჟლეტვას აწყობდნენ..იმპერატორის გულისათვის,სარწმუნოების გულისათვის...გვირგვინოსანი თუ უგვირგვინო გიჟების გულისათვის.

"სინანული-ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად.გამოსწორება საერთოდ არაფრის არ შეიძლება,თორემ ეს რომ შეიძლებოდეს,ყველანი წმინდანები ვიქნებოდით,ვინც სრულყოფილია მისი ადგილი მუზეუმშია.

"ადამიანი დიდია თავის ზრახვებში,მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში.ამაშია მისი უბედურებაც და მისი მომხიბლეობაც.

"ბედნიერება?ვინ იცის,სად იწყება და სად მთავრდება.
ბედნნიერება იწყება შენით და შენითვე მთავრდება.

"ოდესმე მიუტოვებიხარ ადამიანს რომელიც გიყვარდა?
-ორიდან ეღტი ყოველთვის ტოვებს მეორეს.მთავარი ისაა,რომელი რომელს დაასწრებს.

"სულერთია სად იცხოვრებს ადამიანი.მთავარი ის კი არ არის,უფრო მდიდრულად იქნები მოწყობილი თუ ნაკლებად მთავარია ის რაზე ვფანტავთ ჩვენს ცხოვრებას.

"სიცოცხლე შენს სახეზე არავითარ კვალს არ დატოვებს,მხოლოდ ფრთას გაჰკრავს ოდნავ,და კიდევ უფრო მეტად დაამშვენებს.ადამიანი მხოლოდ მაშინ კვდება,როცა აღარაფერს არა გრძნობს.

-ნეტა რისთვის ცხოვრობს ადამიანი?
-რომ იფიქროს ცხოვრების აზრზე.
-რატომ ხდება რომ კაცი ჯერ ჭკუაში ჩავარდება და მერე კვდება?
-ბევრი ისე კვდება ჭკუაში ჩავარდნას ვერ ახერხებს.
-თუ ღმერთი გწამს ნუ მომიყვები ძველ ზღაპრებს სულთა გადასახლების შესახებ.
-ნება მომეცი ერთი შეკითხვა მეც მოგცე.ლომები ანტილოპებს კლავენ,ობობები-ბუზებს,მელიები-ქათმებს..მაგრამ რომელი მიწიერი არსება ომობს და განუწყვეტლივ კლავს თავის მსგავსა და ნათესავს?
-ბავშური კითხვაა.რა თქმა უნდა ადამიანი.ეს ქმნილების გვირგვინი,რომელმაც მოიგონა ისეთი სიტყვები როგორიცაა სიყვარული,სიკეთე და ქველმოქმედება..

"ვინც მეტისმეტად ხშირად იხედება უკან,იოლად წაჰკრავს რამეს ფეხს და დაეცემა.

"სიყვარულს მეგობრობით არ სცხებენ ჩირქს.დასასრული არის დასასრული.

"საკვირველია,საკვირველია რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი როდესაც უყვარს..

მსგავსი სიახლეები

კომენტარები 0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
up