sitename
არჩილ სულაკაური - დედა
10.10.2014 4 410 0 მიშო

არჩილ სულაკაური - დედა

ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები დედაზე
რჩეულებში
არჩილ სულაკაური - დედა




მოველ, ალერსი რომ კვლავ მეგემა,

შენი ღიმილით დამხვდა ზაფხული,

ძველი ოცნება შემომეგება

შენს ღრმა თვალებში შემონახული.


ალბათ იგონებ, თუ წლების იქით,

როგორ გამზარდეთ შენ და თბილისმა

და ცრემლნარევი ოცნებით გიკვირს

დავაჟკაცება შენი შვილისა.


დედა, რა მალე გავიდა წლები,

შენ თმაზე თოვლი გადაგეყარა.

მახსოვს, ხელებით ამიტაცებდი,

რომ დამენახა შენით ქვეყანა.


მაჩვენე მიწა უხვი ფერითა,

მიწა მხიბლავდა ფეროვანებით...

ქვეყანას ვჭვრეტდი შენი ხელიდან,

ქვეყანას ვჭვრეტდი შენი თვალებით.


მე რაღაც დიადს ვგრძნობდი მაშინვე,

მერმე გავაღე ქვეყნის კარები:

სულ სხვა სიცოცხლე აღმოვაჩინე,

მოდი, შეხედე ჩემი თვალებით.


განთიადივით ნათელო დედა,

წლებს ეღიმებათ დათოვლილ თმაში.

ვხედავ, უთვალავ ვარსკვლავსა ვხედავ

შენს ღრმა თვალებში, როგორც ორ ტბაში.
კომენტარები (0)
კომენტარის დამატება
იცი რა?
იცი რა?
იცი რა?
06.01.15 ლექსები სიყვარულზე
იცი რა? მინდიხარ შენ იცი რა მინდოდა? შენი ალერსი მქონებოდა. იცი რა მინდოდა? შენი სიყვარული მინდოდა მეგრძნო. და ისევ გეთქვა როგორც მაშინ მიყვარხარ ბიჭო ჩემშიხარ ისევ.
ნანა მეფარიშვილი - თითქოს პატარა ვარ
ნანა მეფარიშვილი - თითქოს პატარა ვარ
ნანა მეფარიშვილი - თითქოს პატარა ვარ
07.10.14 ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები დედაზე
თითქოს პატარა ვარ, მოკლეკაბიანი, ეზოს ჩამოვურბენ ფრენით, შენთან მოვირბენ და მუხლზე მოგეხვევი, ძალა მომეცემა შენით.
ალექსანდრე ბეგაშვილი - დედა
ალექსანდრე ბეგაშვილი - დედა
ალექსანდრე ბეგაშვილი - დედა
02.10.14 ბიბლიოთეკა / პოეზია / ბიოგრაფიები
დედა! სიკეთის წყაროა დედა! დედა ლექსია ალალად თქმული. დედის თვალებში მზის ღიმილს ვხედავთ, დედის მკერდში ძგერს სამშობლოს გული.
იოსებ ნონეშვილი - დედა
იოსებ ნონეშვილი - დედა
იოსებ ნონეშვილი - დედა
01.10.14 ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები დედაზე
დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო, დედავ - ცხოვრების ბურჯო მაგარო, ეს გული შენი გულით ხალისობს, შენი თვალებით ვხედავ სამყაროს. ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს შენ
მუხრან მაჭავარიანი - დედა
მუხრან მაჭავარიანი - დედა
მუხრან მაჭავარიანი - დედა
28.09.14 ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები დედაზე
როს „არას“ ნაცვლად - ამბობდი „ალას“, როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა; ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ - ვინ გიმღეროდა?! - მშობელი დედა.
ლექსი დედაზე - შენით თენდება
ლექსი დედაზე - შენით თენდება
ლექსი დედაზე - შენით თენდება
19.07.11 ლექსები დედაზე
შენით თენდება, შენით ღამდება, ჩემო ძვირფასო დედა! გთხოვ ,მაპატიე შენი სიცოცხლე მე თუ ვაქციე ცრემლად დედა შვილისთვის ყველაფერია, შვილი დედისთვის-სევდა, ფიქრთ და დარდით
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.