
ბესიკ ხარანაული - ჩემო დედი
ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები დედაზე
რჩეულებში

ჩემო დედი,
დაბერდი და,
ლექსებს ირჩევ სევდიანს.
შენი ძვლები წამდაუწუმ
სატირალზე სხდებიან.
შენი ფიქრნი სად არ წავლენ
სად არ გადასწვდებიან.
აღმართსა და აღმართს შორის
ბილიკს გაიტკეპნიან.
დედი, იის ძირში ცხოვრობ,
სახლი გიდგას ფერებით.
სახლს კარიც აქვს,
მაგრამ, ვაი,
მე ვერ შემოვეტევი.
რაა, დედი,
ამ ბოლო დროს,
სულ საფლავზე გხედავენ!
ბებოჩემი, პაპაჩემი,
შენს თავს შემომედავნენ.
და თუ მაინც წაგიყვანეს,
თუ გაუწყრათ გამჩენი,
კიბეს ხომ მეც ამომაწვდი,
როგორც ხეზე დარჩენილს.
ჩამოვყვები კიბეს, დედი,
სისხლიანი ფეხებით.
დედი, როგორ გავიხარებთ,
როგორ გადავეხვევით.
კომენტარები (0)
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ვზივარ და ვფიქრობ, რა გიჭირს, რა გილხინს, თუმცა ვერ გშველი დედი, გადათენთილან თოვლით იები, მეც მალე მოვალ დედი.

თითქოს პატარა ვარ, მოკლეკაბიანი, ეზოს ჩამოვურბენ ფრენით, შენთან მოვირბენ და მუხლზე მოგეხვევი, ძალა მომეცემა შენით.

მადლობა, დედი, რომ ასე მშვიდი, რომ ასე თბილი დღეებით მზარდე, მე ახლა უკვე შენს მკერდს ავცილდი და ასე, ვფიქრობ, ავაღწევ ცამდე, მაგრამ რაც უნდა ვიარო აღმა, მე ერთი რწმენა

რა ხდება დედი? გული ამტკივდა მიშველე დედი! თვალთ მიბნელდება დაღამდა დედი? ამ ხალხს რა უნდა?გამიშვით ხელი! არსად წამოვალ..მიხსენი დედიი! თეთრი სუდარა რად გინდა დედი?