sitename
იოსებ ნონეშვილი - დედა
01.10.2014 3 241 2 მიშო

იოსებ ნონეშვილი - დედა

ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები დედაზე
რჩეულებში
იოსებ ნონეშვილი - დედა


დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო,

დედავ - ცხოვრების ბურჯო მაგარო,

ეს გული შენი გულით ხალისობს,

შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.

ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს

შენ დამღეროდი „ნანას“, „მზე შინას“,

რამდენი ღამე არ გძინებია,

რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა.

შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,

არ მშორდებოდი წუთით, საათით,

რომ სიარული გესწავლებინა

შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.


მე შენი წმინდა შუქი მეფინა,

შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,

რომ ლაპარაკი გესწავლებინა,

შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.


დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,

თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,

შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,

რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.


თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,

რამდენჯერ სენმა ხელი დამრია,

დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,

თმებში ჭაღარა შემოგპარვია.


როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,

შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,

შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად

ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული.


ახლაც შენა ხარ ჩემი კანდელი,

სიცოცხლის დიდი გასხივოსნება,

შენ შემაყვარე დღე დღევანდელი,

ხვალინდელ დღეზე ტკბილი ოცნება.


შენ დამილოცე ქვეყნად კაცობა,

თავზე ნამუსის ქუდი დამხურე,

სულ შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობა

და სიყვარული დავიმსახურე.


დედავ - სიცოცხლის ტკბილო საწყისო,

დედავ - ცხოვრების დვრიტავ მაგარო,

ეს გული შენი გულით ხალისობს,

შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.
კომენტარები (2)
კომენტარის დამატება
Gamge
#1 Gamge ადმინი 1 ოქტომბერი 2014 13:34
0
ეს ჩემი საყვარელი ლექსია :good: უძლიერესია
ცუდია, როცა ადამიანს ენა წინ უსწრებს და გონება უკან რჩება.(მამა გაბრიელი)
მიშო
#2 მიშო პოსტერი 1 ოქტომბერი 2014 13:44
+2
კი მეც ძალიან მიყვარ ეს ლექსი
და გეფიცები სიყვარული თურმე არ კვდება
და გეფიცები სიყვარული თურმე არ კვდება
და გეფიცები სიყვარული თურმე არ კვდება
06.02.15 ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები სიყვარულზე
ყველა შენს ფოტოს დავიდებდი სასთუმალს ახლოს, რომ არ მახსოვდეს შენი სახის ცბიერი ტოკვა, შენი ცხოვრება ახლა თავზე ყინულად მათოვს და მე არ მესმის სიყვარულის, თითქოს რომ
მირზა გელოვანი - დედას
მირზა გელოვანი - დედას
მირზა გელოვანი - დედას
09.10.14 ბიბლიოთეკა / პოეზია / ბიოგრაფიები
ჩემთვის რა იყო ეს საღამო... არავინ იცის. მე მივდიოდი, შორს რჩებოდა ყრმობის ბუნება, დედავ, გრიგალში გადაკარგულს წუხილით მიცდით და ჩემს სიცოცხლეს ლოცულობთ და ჩემს
შექსპირი - 78 სონეტი
შექსპირი - 78 სონეტი
შექსპირი - 78 სონეტი
03.10.14 ბიბლიოთეკა
ჩემი კალამი რადგან მუდამ ქებით გმოსავდა, ლექსები ჩემი რადგან შენი ეშხით ლექსობდნენ, შენს დიდებაში ამყვა გუნდი სხვა კალმოსანთა, ფიანდაზობა შენი ვისაც სურდა ესოდენ.
შექსპირი - 22 სონეტი
შექსპირი - 22 სონეტი
შექსპირი - 22 სონეტი
12.09.14 ბიბლიოთეკა
სარკის არ მჯერა, არ გაჩნდება თმაში ჭაღარა, სანამდე შენში სიყმაწვილის თრთიან ფერები, მაგრამ თუ ჟამმა ეს სპეტაკი სახე დაღარა, სიკვდილს შეხვდები შენი ჭკნობით დანაბერები.
ლექსი დედაზე - დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო
დედავ -- სიცოცხლის დიდო საწყისო, დედავ -- სიცოცხლის ბურჯო მაგარო, .. ეს გული შენი გულით ხალისობს, ...შენი თვალებით ვხედავ სამყაროს ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს შენ
ლექსები დედაზე....
ლექსები დედაზე....
ლექსები დედაზე....
14.06.11 პოეზია
რა ხდება დედი? გული ამტკივდა მიშველე დედი! თვალთ მიბნელდება დაღამდა დედი? ამ ხალხს რა უნდა?გამიშვით ხელი! არსად წამოვალ..მიხსენი დედიი! თეთრი სუდარა რად გინდა დედი?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.