ნიკო გომელაურის ლექსები #9

+ -
+5
ნიკო გომელაურის ლექსები #9


კაცებს აღარ გვაქვს ძარღვებში სისხლი,
ჩვენს ქალებს რძე და ცრემლი დაუშრათ.
სანთლის დანთებით ვმალავთ ჩვენს სირცხვილს?!
დაუშვებელი,ვცდილობთ,დავუშვათ?!
ტლუმ გაიხარა,თავის თავს ვერ სცნობს მეორე ტლუში,
არისტოკრატი შეშინებული და პირმყრალია,
პატრიოტები ერთი მეორეს ესვრიან ზურგში
ყველა მეორე გენერალია...
უსუსურები გამეფებულან და უვიცები.
გადახდილია ფული ტყვიენში,
ფული სიკვდილში გადახდილია
მათხოვარი სთხოვს ხურდას მათხოვარს
და საფლავები კვლავ გათხილია
ჩემი ქვეყანა,გადაფლეთილი
გაძარცვული დამწვარი ყანა...
ასე არ არის,ხალხნო?
ასე არ არის,განა?
აი,ამიტომ აღარ აქვთ ძარღვებში სისხლი
აი,ამიტომ რძე და ცრემლი დაუშრათ ქალებს

მსგავსი სიახლეები

კომენტარები 0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
up