რეკლამა 20$ თვეში
superruso@mail.ru
მთავარი გვერდიმთავარი საიტის წესებისაიტის წესები რეგისტრაციარეგისტრაცია როგორ დავამატო სიახლე?როგორ დავამატო სიახლე სიახლის დამატებასიახლის დამატება For authorsFor authors
ნავიგაცია საიტის კატეგორიები
კომენტარები ბოლო კომენტარები

misha.kokaiaн.д. სიახლეში
გემშვიდობები


faifuraн.д. სიახლეში
ბავშვობა





misha.kokaiaн.д. სიახლეში
ბავშვობა

Adminн.д. სიახლეში
უსიყვარულოდ…

კალენდარი საიტის კალენდარი
«    მაი 2012    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
რეკლამა რეკლამა საიტზე
10$ თვეში





თბილი ფერები


თბილი ფერები

მე ეს ცხოვრება ცრემლებისთვის არ მემეტება,
რომ ჩამომრეცხოს და დამატყოს სველი ღარები,
რომ დამაბეროს, რომ ბავშვობა მექცეს წარსულად
და აწმყოსა და წარსულს შორის ჩადგეს კარები.
მე სიცოცხლეში მინდა მხოლოდ თბილი ფერება,
თბილი ხელები, რომ გალობა შემაძლებინოს,
რომ მომავალმა არ იჩქაროს წამის ბერება,
საათის ისრებს ჩუმი ფეთქვა შეაწყვეტინოს.
მე მონატრებად მინდა მექცეს ბედნიერება,
და სევდად მხოლოდ მონატრება ბედნიერების,
რომ ეს ბავშვობა უბერებლად იქცეს ერებად,
შვილთაშვილებმა არ დაჰკარგონ წესი ფერების.
წლები კი გადის და იცვლება ჩვენი ფერებიც,
სითეთრე ჩუმად ჩამოგვათოვს ერთფეროვნებას
და სანატრელი გაგვიხდება სურნელი წვიმის,
როცა ბავშვობას ჩაგვიხატავს დიდ-ფეროვნება.
მე მხოლოდ თბილი ბუდე მინდა, თუნდაც ჩხირების,
არც მოქარგული, არც ნალესი ძვირფასი ქვებით,
და მხოლოდ ჩემი ჩიორა და მისი ბარტყები,
თბილი თვალებით, ნამთვრალევნი თბილი ფერებით.


ავტორი: გიორგი ბოგველი

დანარჩენი სრულიადში...


ავტორი: misha.kokaia1-04-2012, 12:37 კატეგორიაში: ბიბლიოთეკა » ლექსები სიყვარულზე ნანახია: 255 ანახე მეგობრებს ოდნოებში 0 მოგწონს? -



უსიყვარულოდ…


უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ….
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს…
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს…
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!

გალაქტიონ ტაბიძ


ავტორი: misha.kokaia27-03-2012, 16:42 კატეგორიაში: ბიბლიოთეკა » პოეზია ნანახია: 260 ანახე მეგობრებს ოდნოებში 0 მოგწონს? -



cveti ilove


ჩემი სამყარო შენ ხარ

ეს მარტოობა სულ თავიდან შენ დაგაბრალე,
და დამნაშავეც დავინახე მე მხოლოდ შენში.
გთხოვ, მაპატიე, ალბათ, როგორც ყველა მოკვდავი
მეც შემეშალა, დაუფიქრებლად, უაზროდ შევცდი.
როცა აღვიქვი რომ მიმატოვე მოხურე კარი,
მაშინ ვცდილობდი გონებიდან ამომეშალე,
მაგრამ მივხვდი, რომ ახლაც შევცდი დაუფიქრებლად
და ამ გულიდან გაციება არც დაგაცალე.
დაგტოვე ისევ ჩემში, ჩუმად გაგითავისე,
ეს სიყვარული ვიცოდი, რომ არ მთავრდებოდა,
მაგრამ ჩემს გულში სამუდამოდ თუ გაქრებოდი
შენგან მე მხოლოდ მოგონება შემომრჩებოდა.
დიდი ხანია ამ ჩემს თვალებს არ უნახიხარ.
იცი, არ ვხატავ, მაგრამ მაინც შემომეხატე.
ხელში ავიღე ფანქარი და ფურცელზე ჩემთვის
შენი უბრალო სულიერება გადავიტანე.
გაინტერესებს რა დავხატე ? ხოდა მეც გეტყვი :
დავხატე მზე, ნიშნად შენი თბილი გულისა,
დავხატე გული, შენებური სიყვარულისა,
დავხატე ია, თავჩახრილი ცალკე დამდგარი,
ვით თავმდაბლობა შენს სულსა და გულში გამჯდარი.
დავხატე მთვარე, ნიშნად შენი უზომო სევდის,
მინდა, შენ იყო ადრესატი ამ ყველა ლექსის.
დავხატე ტაძარი, ნიშნად შენი მიმტევებლობის.
მე მჯერა შენი ყველა სპეტაკი, მარადი გრძნობის.
დავხატე სიკეთე, ოღონდ არ მახსოვს როგორი იყო,
ლამაზ ფერებში, თბილ ფერებში გაჯერებული.
იქვე დავხატე ჩემი ციცქნა, პატარა გული,
უშენობისგან დაჩაგრული, გაჩერებული.

დანარჩენი სრულიადში cveti


ავტორი: misha.kokaia22-03-2012, 19:20 კატეგორიაში: ბიბლიოთეკა » პოეზია ნანახია: 411 ანახე მეგობრებს ოდნოებში 0 მოგწონს? -



ლექსების კრებული


შავნი შაშვნი შავს გალიას შემსხდარნი,
სუფთად მხმობნი, ხმა-ყარიბად მსტვინავნი,
მრჩობლად მხედნი, მით ერთითა პირითა
მათებურად სალ გულთ ამატკინავნი, -

გაზაფხულის შემოსლვისა მხმობელნი,
ია-ვარდ-ზამბახთა მახარობელნი,
სხვა ყვავილთა და სხვა ამბავთ მთხრობელნი,
შავ-ხავედ მოსილნი, ქუფრად მბზინავნი, -

ერთი ერთის მიმდევარნი, ერთ-პირნი,
ორნი ერთის შესაპყრობლად მომბირნი,
საშიშარად შარას თვალ-შემაჭვირნი,
ხან მომკვლელ, ხან მომწყლვლელ, ხანცა მლხინავნი, -

შემოკერბით, მოდით, ვნახოთ, ვინ არნი,
ორნი ტოლნი შავ-მოსვითა მჩინარნი,
არ მოწყენით მომღერალნი, მღიმარნი,
ყარიბისა ცრემლის დამადინარნი!


ავტორი: misha.kokaia9-03-2012, 20:06 კატეგორიაში: ბიბლიოთეკა » პოეზია ნანახია: 198 ანახე მეგობრებს ოდნოებში 0 მოგწონს? -



success

მარტოობას არა აქვს სუნი,
მაგრამ მაინც გამუდმებით მეჩვენება, რომ
მისი სუნი ამდის -
იასამნის სუნი...
მარტოობას არა ქვს გემო,
მაგრამ მაინც გამუდმებით მეჩვენება, რომ
ტუჩებზე მისი გემო მაცხია -
ახალდამწიფებული მტევანივით მომჟავო...…
მარტოობას არც ფერი აქვს,
მაგრამ ჩემთვის ის მაინც ლურჯია...
არ მეშინია მარტოობის...


- თამარ რუხაძე
======

არც იშვიათად,
არც ისე ხშირად,
არც ისე ადრე,
არც ისე გვიან,
ულამაზესი გოგო ქალაქის
გამოჩნდებოდა მთავარ ქუჩაზე.
მაგნიტოფონის ლენტივით უცებ
წყდებოდა ფიქრი და ლაპარაკი.
მოედებოდა ქუჩებს ჩურჩული
– ულამაზესი გოგო ქალაქის...
არც იშვიათად ასეც ხდებოდა,
გოგო ვიღაცას ესალმებოდა
– ეს გაუმარჯოს ლოდინს და იმედს
და გულუბრყვილო ბუნებას, კაცთა.
მან გაიარა და გამიღიმა
და დარდი ჩემი, თოვლივით გადნა.
ეს იყო წინათ:
არც ისე ხშირად,
არც ისე ადრე,
არც ისე გვიან,
ულამაზესი გოგო ქალაქის
გამოჩნდებოდა მთავარ ქუჩაზე.
და როგორ მოხდა არ ვიცი ბოლოს,
როს გახევებულ ბიჭების თვალწინ
გაუჩინარდა საღამოს ბინდში,
ულამაზესი გოგო ქალაქის.
ლაპარაკი და ჩურჩული მიწყდა,
ასე დასრულდა ერთი არაკიც,
– ბედნიერია, ვინც დაივიწყა,
ულამაზესი გოგო ქალაქის.


- ბიძინა მინდაძე
=====


ავტორი: Admin29-12-2011, 22:32 კატეგორიაში: ბიბლიოთეკა » პოეზია ნანახია: 641 ანახე მეგობრებს ოდნოებში 0 მოგწონს? -



თუ მოგენატრები


"-თუ მოგენატრები სიზმრად ჩაიყოლე ეს დიდი სურვილი.. და ჩემ ჩუმ სუნთქვას იგრძნობ უმალ..
-თუ მოგენატრები თვალდახუჭულიც რომ იყო, მაინც მოვა ჩემი ლანდი შენთან.
-თუ მოგენატრები ტაძრის ნანგრევებს მიაკითხე,ფრესკად ასვეტილ სახეში უნდა შეიცნო ჩემი ხატება..
-თუ მოგენატრები ლურკ ცას ახედე და ჩემი ხატება ლურჯი ღრუბელივით დაგეხატება...
-თუ ძალიან მოგენატრები ეგ სანთლები აანთე და მათ მკრთალ შუქზე მესაუბრე, ჩემი სული უეჭველად შენთან იქნება..
-და თუ უფრო ძალიან მოგენატრები.... მაგრამ.. საკითხავია.. --მოგენატრები ოდესმე... ? !,


ავტორი: mati9-11-2011, 19:04 კატეგორიაში: ბიბლიოთეკა » ლექსები სიყვარულზე ნანახია: 1249 ანახე მეგობრებს ოდნოებში 0 მოგწონს? -



ლექსები დედაზე...


დედავ
რა იყო, რამ დაგაღონა,
ჩემო შავფერო დედაო,
რაც შენ წახვედი მას მერე
სწორ გზას ვეღარა ვხედაო,
მოდიან შავი კაცები
გულს და გონებას მგლეჯავენ,
სული ურწმუნოთ წაიღეს
მამულს ყორნები სწეწავენ,
გვასამარებენ ქართველებს
დღედაღამ გულში გვხვრეტავენ.
ერთს გეხვეწები, მითხარი
მანდედან აქ რას ხედავენ,
ჩვენ მოშველებას მანდედან
ნეტავ რატომ ვერ ბედავენ?
ან ვინც მოვიდა აქედან
იქნება ჩუმად არიან,
რომ არ დაღონდეთ მანდ მაინც
აქ რა ყოფნითაც არიან.
სხვა რა ვთქვა,შენი საფლავი
აღარ მინახავს თვალითა,
სული მიჭირავს კბილითა
დავათრევ ძალის-ძალითა,
ღმერთს შეეხვეწე ერთს მაინც,
ნუ დამწვავს ცოდვა-ბრალით


ავტორი: Bacho18-09-2011, 12:26 კატეგორიაში: ბიბლიოთეკა » ლექსები დედაზე ნანახია: 4156 ანახე მეგობრებს ოდნოებში 0 მოგწონს? -



ლექსი მონატრებაზე...


მენატრები, უსასრულოდ მენატრები,
ტიალ ფიქრებს ვერაფერი მოერევა,
დაღამდება, ძველებურად მემალები,
თეთრი მთვარე მტირალ ტირიფს მოეხვევა.

შენზე ფიქრებს ბობოქარ ზღვას მოვუყვები,
მე კვლავ ისევ უშენობა მელოდება,
შავ მორევში შავი ფიქრით ჩავეშვები,
აღელდება ზღვა, საოცრად აღელდება.



დანარჩენი სრულიადში


.


ავტორი: Bacho24-07-2011, 00:42 კატეგორიაში: ბიბლიოთეკა » პოეზია ნანახია: 1774 ანახე მეგობრებს ოდნოებში 0 მოგწონს? -



ლექსი დედაზე - დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო


დედავ -- სიცოცხლის დიდო საწყისო,
დედავ -- სიცოცხლის ბურჯო მაგარო,
.. ეს გული შენი გულით ხალისობს,
...შენი თვალებით ვხედავ სამყაროს

ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს
შენ დამღეროდი „ნანას", „მზე შინას",
.. რამდენი ღამე არ გძინებია,
რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა


დანარჩენი სრულიადში..


ავტორი: Bacho24-07-2011, 00:26 კატეგორიაში: ბიბლიოთეკა » ლექსები დედაზე ნანახია: 4681 ანახე მეგობრებს ოდნოებში 0 მოგწონს? -



ლექსი მეგობარზე


ხელი მომეცი მეგობარო,რამე მიშველე
თორემ ჩამყლაპა ამ ცხოვრებამ ასე უჩუმრად,
ან ხმა გამეცი დამიძახე ან დამიწერე,
რომ წავიკითხო გავიგონო ან უნებურად.



დანარჩენი სრულიადში


ავტორი: Bacho24-07-2011, 00:24 კატეგორიაში: ბიბლიოთეკა » ლექსები ბეგობრობაზე ნანახია: 4797 ანახე მეგობრებს ოდნოებში 0 მოგწონს? -

გენაცვალე
superqali.com
საუკეთესო ავტორები თავი გამოიჩინეს
ტოპ კომენტატორები საუკეთესო კომენტატორები
გამიკითხვა დააფიქსირე შენი აზრი!
წლის რომელი დრო გიყვარს ყველაზე ძალიან?
გაზაფხული
ზაფხული
შემოდგომა
ზამთარი
ყველა მიყვარს
არცერთი

ყველა გამოკითხვები
რეკლამა ჩვენთან რელამა იაფია!
{changeskin}