» » ჩემი ერთ-ერთი საყვარელი როკ ჯგუფი "ბითლზი"

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი როკ ჯგუფი "ბითლზი"

ჩემი  ერთ-ერთი  საყვარელი  როკ  ჯგუფი "ბითლზი"



ბითლზი (ინგლ. The Beatles) — 1960 წელს ჩამოყალიბებული პოპ და როკ-ენ-როლ ჯგუფი ინგლისის ქალაქ ლივერპულიდან. დღემდე იგი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ოთხეულში 1962 წლიდან შედიოდნენ: ჯონ ლენონი (რიტმული გიტარა, ვოკალი), პოლ მაკ-კარტნი (ბას-გიტარა, ვოკალი), ჯორჯ ჰარისონი (წამყვანი გიტარა, ვოკალი) და რინგო სტარი (დასარტყმელი საკრავები, ვოკალი). დაიწყო რა სკიფლით, ბიტით და 1950-იანი წლების როკ-ენ-როლით, ჯგუფმა საკუთარი მუსიკა მოგვიანებით იქცა ექსპერიმენტებად პოპულარული ჟანრის ბალადებთან ფსიქოდელიურ და მძიმე როკამდე, რასაც ხოლმე ნოვატორული სახით ერწყმოდა კლასიკური მუსიკა. ბითლზი სოციალური და კულტურული რევოლუციების საფუძვლად იქცა.

1960-იანი წლების დასაწყისში მუსიკოსებმა დიდი წარმატება იქონიეს ლივერპულისა და ჰამბურგის ღამის კლუბებში. 1961 წელს სატკლიფმა დატოვა კოლექტივი. შემდეგ წელს ბესტი რინგო სტარმა შეცვალა. კოლექტივის მენეჯერი გახდა ბრაიან ეპსტაინი, მუსიკალური მაღაზიის მფლობელი, ხოლო ალბომების პროდიუსერი - ჯორჯ მარტინი. მათი მხარდაჭერით ჯგუფმა 1962 წელს მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას სინგლით „Love Me Do“. შემდეგ წელს მათ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვეს და 1966 წლამდე, ალბომების ჩაწერის პარალელურად, აქტიურ საკონცერტო ტურებში იმყოფებოდნენ. 1966 წლის შემდეგ მათ, 1970 წლამდე შეწყვიტეს ყველა სახის ცოცხალი გამოსვლები. ჯგუფი ოფიციალურად დაიშალა 1970 წელს. მისმა ყოველმა წევრმა დრო საკუთარ სოლო-კარიერას დაუთმო. ჯონ ლენონი მოკლული იქნა ნიუ-იორკში, 1980 წელს. ჰარისონი კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა 2001 წელს. ამჟამად მაკ-კარტნი და სტარი კვლავ აქტიური მუსიკოსები არიან და ზრუნავენ როგორც საკუთარ მუსიკალურ კარიერაზე, ასევე ბითლზთან დაკავშირებულ პროექტებზე.

სტუდიური წლების პერიოდში ბითლზმა ჩაწერა ალბომი Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (1967), რომელმაც კრიტიკოსები თვლიან მათ საუკეთესო მასალად. ოთხეული კვლავ რჩება ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ჯგუფად, ხოლო მათი ჩანაწერები ჯგუფის დაშლიდან 40 წლის შემდეგ კვლავ მოთხოვნადია. ბრიტანულ ჩარტში სხვადასხვა დროს ერთდროულად მოხვედრილა მათი რამდენიმე ალბომი, რომელიც ამა თუ იმ პოზიციას უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იკავებდა, ვიდრე სხვა მუსიკოსების ნამუშევრები.RIAA-ს თანახმად, ჯგუფს აშშ-ში გაყიდული აქვს უფრო მეტი ალბომი, ვიდრე რომელიმე სხვა მუსიკოსს. 2008 წელს ჟურნალმა ბილბორდი აშშ-ში სინგლების ჩარტების აღრიცხვიდან 50-ე წელიწადის აღსანიშნავად გამოაქვეყნა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსების სია, რომელშიც ბითლზი პირველ პოზიციას იკავებდა. კოლექტივს მიენიჭა 7 გრემის და 15 აივორ ნოველოს ჯილდო. ჟურნალმა Time ისინი დაასახელა XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი პიროვნების სიაში.

საუკეთესო ალბომები:
Please Please Me (1963)
With The Beatles (1963)
A Hard Day's Night (1964)
Beatles for Sale (1964)
Help! (1965)
Rubber Soul (1965)
Revolver (1966)
Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (1967)
The Beatles (იგივე The White Album) (1968)
Yellow Submarine (1969)
Abbey Road (1969)
Let It Be (1970)

ჩემი  ერთ-ერთი  საყვარელი  როკ  ჯგუფი "ბითლზი"
ჩემი  ერთ-ერთი  საყვარელი  როკ  ჯგუფი "ბითლზი"









  • არ მომწონს
  • +3
  • მომწონს
  • უკან
22-10-2014, 23:30 1 085 0 -

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.