» » ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რეპ შემსრულებეი "EMINEM"

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რეპ შემსრულებეი "EMINEM"

მარშალ ბრიუს მეზერს III (დ. 17 ოქტომბერი, 1972[1], დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ) ცნობილი თავისი სასცენო სახელით ემინემი (Eminem, სტილიზებულია, როგორც EMINƎM) — ამერიკელი რეპერი, მუსიკალური პროდიუსერი და მსახიობი. სოლო კარიერის გარდა, იგი არის ჯგუფ D12-ის წევრი, შეადგენს დუეტ Bad Meets Evil-ის ნაწილს (Royce da 5'9"-თან ერთად). ემინემი არის მსოფლიოს ერთ-ერთი და 2000-იანების ყველაზე გაყიდვადი შემსრულებელი. მრავალმა ჟურნალმა იგი ყველა დროის უდიდეს შემსრულებელთა სიაში შეიყვანა. Rolling Stone-ის ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის სიაში იგი 82-ე პოზიციას იკავებს. გამოცემამ მას აგრეთვე უწოდა „ჰიპ-ჰოპის მეფე“.D12-ის და Bad Meets Evil-ის შემოქმედების ჩათვლით ემინემს ბილბორდის სიაში ათი #1 ალბომი აქვს. სოლო შემსრულებლის სახით მან მსოფლიო მასშტაბით 100 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა. 2014 წლის ივნისისთვის აშშ-ში მას გაყიდული აქვს 45.160.000 ალბომი და 31 მილიონი ციფრული სინგლი.

სადებიუტო ალბომ Infinite-ის 1996 წელს გამოცემის შემდეგ ემინემმა მეინსტრიმული პოპულარობა მოიპოვა 1999 წელს, წამყვან ლეიბლზე გამოცემული The Slim Shady LP-ით. ალბომმა მას მოუტანა პირველი გრემის ჯილდო საუკეთესო რეპ-ალბომისთვის. იგივე ჯილდო მოიპოვა შემდეგმა ორმა ალბომმა, The Marshall Mathers LP და The Eminem Show, რამაც ემინემი აქცია ამ ჯილდოს სამჯერ ზედიზედ პირველ მფლობელად. 2004 წელს მათ მოჰყვა კიდევ ერთი ალბომი, Encore. 2005 წლიდან ემინემი დროებით გაქრა. ახალი ალბომი, Relapse, მან მხოლოდ 2009 წელს გამოსცა. 2010 წელს გამოვიდა მისი მეშვიდე სოლო ალბომი Recovery. მან საერთაშორისო წარმატება მოიპოვა და დასახელდა 2010 წლის ყველაზე გაყიდვად ალბომად, მოხვდა რა ერთ სიაში The Eminem Show-სთან ერთად, რომელიც ასევე 2002 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომი იყო. ემინემმა Relapse-ისთვის და Recovery-ისთვის მიიღო ორი გრემი, რამაც მის მიერ მიღებული გრემების ჯილდოების სია 13-მდე გაზარდა და შემსრულებელი აქცია ყველა დროის ყველაზე გაყიდვად რეპერად.მისი შემდეგი ალბომი The Marshall Mathers LP 2 გამოიცა 2013 წლის ნოემბერში.

ემინემი რამდენიმე ბიზნესის მფლობელია, მათ შორის ლეიბლის Shady Records, რომელსაც მენეჯერ პოლ როზენბერგთან ერთად მართავს. მას აგრეთვე Sirius XM Radio-ზე საკუთარი არხი, Shade 45 აქვს. 2002 წელს მან მონაწილეობა მიიღო ჰიპ-ჰოპ დრამა „მერვე მილში“. მას პირველად ჰიპ-ჰოპის ისტორიაში მიღებული აქვს ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის. იგი აგრეთვე მიწვეული მსახიობის სახით გამოჩნდა ფილმებში „სამრეცხაო“ (2001), „სასაცილო ხალხი“ (2009) და ტელესერიალში „ანტურაჟი“.

ტეგები: Eminem

  • არ მომწონს
  • +5
  • მომწონს
  • უკან
18-12-2015, 10:54 590 0 -

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.