» » » სადღეგრძელოები - სიყვარულს გაუმარჯოს

სადღეგრძელოები - სიყვარულს გაუმარჯოს

სადღეგრძელოები - სიყვარულს გაუმარჯოს


მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
იმ მოფერებასა
და ალერსს,
იმ გრძნობის მოზღვავებას გაუმარჯოს ცრემლით რომ აგვივსებს
თვალებს.
მოდით ზღვის იმ ტალღას გაუმარჯოს,
იმ გრიგალებს და ნიავს,
რომელსაც საალერსო სიტყვები
გულიდან გულთან მიაქვს.
მოდით იმ ღრუბლებს
გაუმარჯოს
იდუმალ მოჩურჩულე ღამეს
გაღებულ სარკმელთან,მოწყენილ გოგონას,
წარსულზე რომ ეტყვის რამეს.
იმ მზეს იმ მთვარეს გაუმარჯოს,
იმ შენი
ცხოვრების ორ გზას,
ჯერ უთქმელ სადღეგრძელოს გაუმარჯოს პირველ სიყვარულს და
კოცნას!

****

მოდით იმ მეგობარს გაუმარჯოს,პირველ ცრემლს რომ შეამჩნევს,მეორეს დაიჭერს და მესამეს შეაჩერებს! არიან კი ასეთი მეგობრები?კი არიან მაგრამ ცოტა და მათ ძებნა უნდა......მე კი შენ გიპოვნე:*:**

****

ამ ჭიქით
ყველა იმ გულგატეხილ ქალს გაუმარჯოს
ვისზედაც ცხოვრებას მწარედ დაუთოვია
გულში უტირია არ დაუმჩნევია
ტკივილის წამალიც არვისთვის უთხოვია
ამჭიქით
ყველა იმ ბედნიერ ქალს გაუმარჯოს
ვინც დღეს ნამდვილად ბედნიერია
ვისაც არ ტკივა სული ღუღუნებს
და სიყვარულით დაუმღერია
ამ ჭიქით
ყველა იმ ქალს გაუმარჯოს
ნაღდი სიყვარული ვისაც შეუძლია
გულში ჩაგახუტებს ოჯახს შეგიქმნის
და სიკვდილამდე შენი ერთგულია
ამ ჭიქით
ყველა იმ გოგოცუნას გაუმარჯოს
ვინც საქალბატონოდ გასაზრდელია
მადლი უფლისა აღარ მოშლოდეს
აშოროს ყველა განსაცდელია!

****

ეს გაუმარჯოს იმ წლებს, იმ წამებს
გულში რომ დარჩა, როგორც თქმულება
და ტკივილს,ტკივილს,ტკივილს უმწარესს
რომლის ბადალიც არ მეგულება.
-ეს გაუმარჯოს უსიტყვო ტრფობას
ენაზე თრთოლვას და უძილობას
მეორე შემთხვევით გასროლილ ტყვიას
და მოურჩენელ მძიმე ჭრილობას.
-გრძნობას გაუმარჯოს ფიქრებში დაღლილს
სიყვარულს, სიყვარულს, თუ გინდ დაკარგულს
-სიყვარულს გაუმარჯოს, ფიქრებს, სიკეთეს
ჩვენს გულში ფარულად, ბუდეს რომ იკეთებს
-ნეტას გაუმარჯოს ყველგან დაფარულს
სიყვარულს გაუმარჯოს, თუნდაც დაკარგულს
-თვალებს გაუმარჯოს, თვალებს სევდიანს
ერთი შეხედვით რომ ყველაფერს გეტყვიან
-ეს გაუმარჯოს ცრემლიან თვალებს,
უსიტყვო სევდას და უხმო ალერსს..

****

სიყვარულს გაუმარჯოს, ფიქრებს, სიკეთეს
ჩვენს გულში ფარულად, ბუდეს რომ იკეთებს
-ნეტას გაუმარჯოს ყველგან დაფარულს
სიყვარულს გაუმარჯოს, თუნდაც დაკარგულს

****

მოდი, ამ ჭიქით იმ მეგობრის სადღეგრძელო ვთქვათ,
ლხინის სუფრაზე ბოლომდე რომ გვერდით დაგრჩება,
ვინც შენს სიხარულს, ვით საკუთარს ისე გაიყოფს–
შენი სიკეთე, რომ არასდროს არ შეშურდება!
მოდი!–დავლოცოთ მეგობარი ლხინის ზიარი...
პირველ მოსული...ბოლო სტუმარს რომ გააცილებს,
ჭირში კი არა,ზუსტად ლხინში არ გაგექცევა–
და შენს სიხარულს, ვითარც სხვისას არ აიცილებს!
მოდი, ერთხმად ვთქვათ! არ არსებობს ადამიანი,
რომ არ უნდოდეს მეგობარმა გული გაუთბოს,
მაგრამ წაქცეულს, ხელს რომ კაცი წამოგაშველებს,
იმას კი არა...ლხინის ზიარს!–მსურს გაუმარჯოს!
ეს სადღეგრძელო მეგობრობის, ყველამ დავლიოთ!
სიხარული რომ მის თვალებში აირეკლება,
ადამიანი ხშირად ჭირში...სიბრალულს მოჰყავს–
მაგრამ ასეთი სიხარულში გაგერიდება მოდი, დავლოცოთ მეგობარი, ლხინის ზიარი–
პირველ მოსული...ბოლო სტუმარს რომ გააცილებს.

****

ჩამოკონკილი მათხოვარი ყავარჯნით ხელში, მიადგა ფართოდ გაღებულ რესტორნის კარებს,
ჟამთა სიავეს მოეტეხა საბრალო წელში, ძლივსღა ახელდა დასიებულ წირპლიან თვალებს,
გაშლილი სუფრა ქორწილის ხალხს დააპურებდა გაჭირვებულთა სადღეგრძელოს სვამდა
თამადა ოთხი ვაჟკაცი მოსულს ზედაც არ უყურებდა ერთმა ისიც თქვა გაათრიეთ წამიხდა
მადა და მათხოვარი გაათრიეს ძუკნა ძაღლივით ოფიციანტმა ზიზღისაგან გადააფურთხა
ის უბედური აღრიალდა ობოლ ბავშვივით ღმერთმა კი მისი შბღალული ცრემლი აკურთხა,
ძლივსღა წამოდგა დაბეგვილი და დაჩეჩქვილი შიმშილის გრძნობა ავიწყებდა დახეთქილ წყლულებს
შიგნით თამადა დიდი ყანწით ყელმოღერებით ადღეგრძელებდა ქვეყნად ყველა გაჭირვებულებს.
მოდი ყველა გაჭირვებულ ადამიანს გაუმარჯოს.

****

მოდით ამ ჭიქით ხავსმოკიდებულ ეკლესიას,
ამ ეკლესიაში დანთებულ სანთელს,
ამ სანთლის წინ დაღვრილ ცრემლებს
და ამ ცრემლებში განდობილ,
საიდუმლოს გაუმარჯოს.


  • არ მომწონს
  • +122
  • მომწონს
  • უკან
9-11-2011, 23:28 9 948 0 -

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.