» » » სადღეგრძელოები - ცრემლიან თვალებს

სადღეგრძელოები - ცრემლიან თვალებს

სადღეგრძელოები - ცრემლიან თვალებს


იმ ფიქრს გაუმარჯოს და ცრემლიან თვალებს,

რომელიც აჩრდილად სულ სხვას დაჰყვება,

ყველას გაუმარჯოს,ჩვენს სიმპატიებს

რომელთა გულებიც ჩვენთვის დადნება.

მაშ,მოდით ამ ჩიქით მათ გაუმარჯოს

ვისი გულებიც დაკარგულია,

ვისაც ერთი უყვარს ამ ქვეყანაზე,

ვინც რომ გულწრფელი შეყვარებულია.

ნეტას გაუმარჯოს ჩვენ–ჩვენი გაგებით,

ის სულ ერთია ვინც გვინატრია,

სანთლებს გაუმარჯოს ოქროს თასებით,

რომლებიც უთქმელად იწვან.

მაშ მოდით სუყველამ ფეხზე წამოდგომით,

შევსვათ საყვარელი გულის სადღეგრძელო,

შევსვათ პირველი სიყვარულისა და

ყველას ტანჯული გული ვადღეგრძელოთ.

****

მოდით იმ ოცნებას გაუმარჯოს, როდესაც
ტკბილად ჩაფიქრებულს შეგეკითხებიან,
"რაზე ფიქრობ?" და უპასუხებ "არაფერზე".
იმ არაფერს გაუმარჯოს რომელიც სხვისთვის არაფერია,
შენთვის კი ყველაფერი.

****

ამ ჭიქით
ყველა იმ გულგატეხილ ქალს გაუმარჯოს
ვისზედაც ცხოვრებას მწარედ დაუთოვია
გულში უტირია არ დაუმჩნევია
ტკივილის წამალიც არვისთვის უთხოვია
ამჭიქით
ყველა იმ ბედნიერ ქალს გაუმარჯოს
ვინც დღეს ნამდვილად ბედნიერია
ვისაც არ ტკივა სული ღუღუნებს
და სიყვარულით დაუმღერია
ამ ჭიქით
ყველა იმ ქალს გაუმარჯოს
ნაღდი სიყვარული ვისაც შეუძლია
გულში ჩაგახუტებს ოჯახს შეგიქმნის
და სიკვდილამდე შენი ერთგულია
ამ ჭიქით
ყველა იმ გოგოცუნას გაუმარჯოს
ვინც საქალბატონოდ გასაზრდელია
მადლი უფლისა აღარ მოშლოდეს
აშოროს ყველა განსაცდელია!"


.


  • არ მომწონს
  • +23
  • მომწონს
  • უკან
13-05-2011, 17:09 5 799 0 -

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.