» » » სადღეგრძელოები - ჩვენს ლამაზ სამშობლოს

სადღეგრძელოები - ჩვენს ლამაზ სამშობლოს

სადღეგრძელოები - ჩვენს ლამაზ სამშობლოს


ჩვენს ლამაზ სამშობლოს

საქართველოს გაუმარჯოს.

საქართველოში სალოცავებს

გაუმარჯოს,სალოცავებში ხატებს

გაუმარჯოს,ხატების წინ ანთებულ

სანთელს გაუმარჯოს,სანთლის წინ

დაჩოქილ მუხლებს გაუმარჯოს,მუხლებში

ჩაღვრილ ცრემლებს გაუმარჯოს,და ამ

ცრემლებში ჩაქსოვილ ლამაზ და

წმინდა გრძნობას სიყვარულს,

სიყვარულს გაუმარჯოს!!!

დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს,

დაკარგულ სევდას და ცრემლს,

ყველა საცოდავ ხეს გამარჯოს,

ყველაზე მოწყენილ დღეს,

თეთრად ნათევ ღამეს გაუმარჯოს

უფსკრულს,ბილიკსა და გზას,

ყველა მთვრალ სიცოცხლეს გაუმარჯოს,

ყველა გზააბნეულ მგზავრს,

ყველა სადღეგრძელის გაუმარჯოს,

ჯერ არ ნათქვამსა და თქმულს,

ყველა მწუხარებას გაუმარჯოს,

ყველაზე დაჩაგრულ გულს,

ქარის გამოქროლვას გაუმარჯოს,

ფოთოლს გზადაკარგულს ერთს,

ქვეყნად სიყვარულის გაჩენისთვის

მადლი მოვახსენოთ ღმერთს.

****

ეს იმ პირველ სიყვარულს გაუმარჯოს,
რომელიც მეორეზე არ გაფიქრებინებს,
და ეს იმ მეორე სიყვარულს გაუმარჯოს,
რომელიც პირველს დაგავიწყებ...

****
მინდა რომ შევსვა, სასმისი ერთი,
როგორც ყოველთვის, ვახსენო ღმერთი.
ის ხომ ერთია, ამ ქვეყნად ერთი,
მუდამ გფარავდეთ, მაღალი ღმერთი.
ეს ბილიკები, საით წაგვიყვანს???
სალოცავისკენ ნეტავ მიგვიყვანს???
თუ გულით გვწამს და გონებაც ილტვის,
ყველა ბილიკი, უფლისკენ მიდის.
კვლავ ვადღეგრძელოთ სალოცავები,
სულ გვიფარავდეს, ჩვენ წმინდანები,
დიდება სამშობლოს, დიდება გენს,
დიდება ქარტველებს და მაღალ ღმერთს...



.


  • არ მომწონს
  • +56
  • მომწონს
  • უკან
8-05-2011, 23:03 9 951 0 -

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.