» » » სადღეგრძელოები - იმ გაზაფხულს გაუმარჯოს


სადღეგრძელოები - იმ გაზაფხულს გაუმარჯოს

ავტორი: Bacho | 8-05-2011, 01:19 | კატეგორია: ბიბლიოთეკა » სადღეგრძელო | ნანახია: 4919 |

სადღეგრძელოები - იმ გაზაფხულს გაუმარჯოს


მოდით...
იმ გაზაფხულს გაუმარჯოს,
სურნელი, რომ ასდის,
სიყვარულის და ქალის...

მოდით...
ყველა, იმ ჯენტლმენს გაუმარჯოს,
ვისაც ნიჭი აქვს,
ასეთი გაზაფხულის აღქმის...

****

მოდით,ამ ყანწით, იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიც
ბირჟას დაშლის, რესტორანში სუფრასგაშლის,
შეყვარებულს დაბადების დღეს გადაუხდის,
მერე სიბნელეში აღმართსაივლის, მის საფლავზე
ცრემლებს და ნამიან ვარდებს დატოვებს.

****

ყველა იმ გულგატეხილ ქალს გაუმარჯოს
ვისზედაც ცხოვრებას მწარედ დაუთოვია
გულში უტირია არ დაუმჩნევია
ტკივილის წამალიც არვისთვის უთხოვია
ამჭიქით
ყველა იმ ბედნიერ ქალს გაუმარჯოს
ვინც დღეს ნამდვილად ბედნიერია
ვისაც არ ტკივა სული ღუღუნებს
და სიყვარულით დაუმღერია
ამ ჭიქით
ყველა იმ ქალს გაუმარჯოს
ნაღდი სიყვარული ვისაც შეუძლია
გულში ჩაგახუტებს ოჯახს შეგიქმნის
და სიკვდილამდე შენი ერთგულია
ამ ჭიქით
ყველა იმ გოგოცუნას გაუმარჯოს
ვინც საქალბატონოდ გასაზრდელია
მადლი უფლისა აღარ მოშლოდეს
აშოროს ყველა განსაცდელია!"

****

წუხილს გაუმარჯოს,მზერაში დაფარულს,
ფიქრს გაუმარჯოს,ტკივილით დაღალულს,
თვალებს გაუმარჯოს,უსაზღვროდ სევდიანს
იმ მზერით,რომ ყველაფერს გეტყვის.
სიყვარულს გაუმარჯოს,ჩვენს პირველ სიყვარულს,
ბოლოს,რომ შეგხვდება კიდევ იმ სიყვარულს.
დარდიან გულსა და დაფარულ სიხარულს,
სიყვარულს გაუმარჯოს იმ პირველ სიყვარულს.
იმ ფიქრს გაუმარჯოს,ღიმილს და სიკეთეს,
ჩვენს გულში მალულად ბუდეს რომ იკეთებს.
ოხვრას გაუმარჯოს და გრძნობას შორეულს,
ნატვრას გაუმარჯოს,ყველასგან დაფარულს,
სიყვარულს გაუმარჯოს,თუნდაც დაკარგულს

****

მოდით იმ ლამაზ თვალებს გაუმარჯოს
რომელიც სათქმელზე მეტს ამბობს,
მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს
რომელიც დაგწვავს და არ ნანობ.
როდესაც გკითხავენ რაზე ფიქრობ?
მიუგებ:არ ვფიქრობ არას.
მოდით იმ არაფერს გაუმარჯოს
რომელიც ყველაფერს მალავს..


.


«წინა სიახლე სტატუსები - ...
სუპერმოდელ... შემდეგი სიახლე»

ნიშნები: სადღეგრძელო, სიყვარულზე, ლოთებზე

მოგეწონა სიახლე? არ დაიზარო, გაუზიარე მეგობრებს!


პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგაციწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
<
mishka-maks.

26 სექტემბერი 2011 21:48

კომენტარი: 3




bye magaria magari
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

საიტის არქივი

სექტემბერი 2014 (163)
აგვისტო 2014 (129)
ივლისი 2014 (160)
ივნისი 2014 (343)
მაისი 2014 (191)
აპრილი 2014 (57)