უკვე იქნება გვიან
1

როცა შენ დაბრუნდები
უკვე იქნება გვიან,
დაგხვდება დახურული კარები
და შენ მოიწყენ ძალიან.
ყველგან მომძებნი
მაგრამ მაინც ვერ მნახავ,
ბოლოს მაინც მიპოვნი
და ჩემს საფლავთან მოხვალ,
ჩუმად იტირებ,შეუმჩნევლად
და თვალცრემლიანი წახვალ.
ჩემი წასვლა გაგხდის ავად,
მე შენთან მოვალ,
ოღონდ მე მოვალ უსხეულოდ,
შემოგხვევ ჩემს ხელებს,
შენ კი იჯდები უგულოდ,
და ეთამაშები ფიქრებს.
გთხოვ ნუ იდარდებ ძალიან,
როცა შენ დაბრუნდები
უკვე იქნება გვიან.


