» » » ჩემი სამყარო შენ ხარ

ჩემი სამყარო შენ ხარ

cveti ilove


ჩემი სამყარო შენ ხარ

ეს მარტოობა სულ თავიდან შენ დაგაბრალე,
და დამნაშავეც დავინახე მე მხოლოდ შენში.
გთხოვ, მაპატიე, ალბათ, როგორც ყველა მოკვდავი
მეც შემეშალა, დაუფიქრებლად, უაზროდ შევცდი.
როცა აღვიქვი რომ მიმატოვე მოხურე კარი,
მაშინ ვცდილობდი გონებიდან ამომეშალე,
მაგრამ მივხვდი, რომ ახლაც შევცდი დაუფიქრებლად
და ამ გულიდან გაციება არც დაგაცალე.
დაგტოვე ისევ ჩემში, ჩუმად გაგითავისე,
ეს სიყვარული ვიცოდი, რომ არ მთავრდებოდა,
მაგრამ ჩემს გულში სამუდამოდ თუ გაქრებოდი
შენგან მე მხოლოდ მოგონება შემომრჩებოდა.
დიდი ხანია ამ ჩემს თვალებს არ უნახიხარ.
იცი, არ ვხატავ, მაგრამ მაინც შემომეხატე.
ხელში ავიღე ფანქარი და ფურცელზე ჩემთვის
შენი უბრალო სულიერება გადავიტანე.
გაინტერესებს რა დავხატე ? ხოდა მეც გეტყვი :
დავხატე მზე, ნიშნად შენი თბილი გულისა,
დავხატე გული, შენებური სიყვარულისა,
დავხატე ია, თავჩახრილი ცალკე დამდგარი,
ვით თავმდაბლობა შენს სულსა და გულში გამჯდარი.
დავხატე მთვარე, ნიშნად შენი უზომო სევდის,
მინდა, შენ იყო ადრესატი ამ ყველა ლექსის.
დავხატე ტაძარი, ნიშნად შენი მიმტევებლობის.
მე მჯერა შენი ყველა სპეტაკი, მარადი გრძნობის.
დავხატე სიკეთე, ოღონდ არ მახსოვს როგორი იყო,
ლამაზ ფერებში, თბილ ფერებში გაჯერებული.
იქვე დავხატე ჩემი ციცქნა, პატარა გული,
უშენობისგან დაჩაგრული, გაჩერებული.

---

დაბრუნდება?

მე შენთვის მინდა კვლავ გავშალო ლამაზი ფრთები,
ოცი წლის მერეც უნუგეშოდ მარტო მოგელი.
ყველა მოკვდავი მოვიძულე, უკვე ყველას ვმტრობ,
აუტანელი, საძულველი გავხდი, ამას ვგრძნობ.

მძიმე დარდები მოაწვება ჩემს გულს ცრემლიანს.
და ეს თვალები ყველგან გეძებენ, ყველგან გელიან.
შვილიც მოგელის, დამწუხრებული შენს სითბოს ელის.
ახლა ყველაზე მეტად უნდა შეწყობა ხელის.

შენი სურნელი არ შორდება ჩვენს საცხოვრებელს.
უშენობისგან დაცემული ადგომას შევძლებ.
ახლა ორნი ვართ ქვეყანაზე მარტო, ეულნი,
შენს მონატრებას შეჩვეულნი, ალბათ, სნეულნიც.

ვცდილობ, მოვთოკო გრძნობები და მასზე ვიზრუნო.
კარზე მომდგარი დარდი, სევდა კვლავ გავისტუმრო.

--

პროტესტი . . .

სადა გვაქვს ყურები? დავიხშეთ ყურები!
მგონი გაჩერდა ყველას გულები.
სადა გვაქვს თვალები? დაბრმავდა თვალები!
უაზროდ გვთელავენ ცოდვის ქარები.
სადა გვაქვს გრძნობები? გავყიდეთ გრძნობები!
სიყვარულით აღსავსე ცრემლიან სტროფებში.
სადა გვაქვს ტრფიალი, ხოტბა ფიალით?
იმედმომლოდინე თვალები წყლიანი.
სადა გვაქვს სიწმინდე, სადა გვაქვს სიმტკიცე?
გულს შერევია თურმე სიმყიფე!
სადა გვაქვს გულები, დადაგულები?
აღარ ვართ გრძნობაში დაკარგულები.
სადა გვაქვს ღირსება, სადა გვაქვს ნამუსი?
ერთმანეთს ვაგინებთ, ვლანძღავთ ბახუსში.
სადა გვაქვს სანთლები, დავდივართ ტაძრებში?
რად ვეღარ ვხედავთ სიწმინდეს ხატებში?
აჩრდილიც არ არის, სულის აჩრდილი,
ყველას ნერვები რატომ გვაქვს აშლილი?
ვხუჭავთ თვალებს, ვიყრუებთ ყურებს,
ყინულით ვავსებთ სხვის გამთბარ გულებს.
გამქრალა გრძნობები, ლამაზი გრძნობები,
უსიყვარულოდ მოვსულვართ,
უსიყვარულოდ მოვკვდებით.

---

ოცნების დასაწყის-დასასრული

შენა ხარ ოცნების დასაწყის-დასასრული,
შენთვის მაქვს ყველა მიზანი დასახული.
სიცოცხლეს ვალამაზებ ფერადი გაზაფხულით,
დაღლილი აღარა ვარ, გრძნობისგან დაზაფრული.
შენი სიტყვებია, რაც მე მალამაზებს,
ახლა მოხარული ვარ მე შენით ასე.
უცებ, გეწევი, მაგრამ მაინც მასწრებ,
ბედნიერებისგან ცხრა ცის ზევით ვაღწევ
ქარი ამიწეწავს თმებს და სწრაფად აშლის,
მინდა აშენება შენთვის გულში სახლის.
სული უმწეოა ხშირად შიშისგან კრთის,
გაუწვიმდება და ჩუმად თოვლით აცრის.
თქვი რა ვიღონო და ნატვრას აგისრულებ,
იმედს იცოდე, რომ არასდროს გაგიცრუებ
გულს მე აგივსებ კაშკაშა სხივებით,
თოვლს გაგიწვიმებ, დავიწყებ მცირედით.
ავდარს გაგიდარებ, წვიმას მე მზედ ვაქცევ,
დაცლილ ღვინის ჭურჭელს ისევ ღვინით ვავსებ,
ჩამქრალ დახრილ სანთლებს სიყვარულით ვანთებ,
სულში ნეტარების სურნელს შემოვაკმევ.
უკვე შენს გარდა მე არ მყავს საზრუნავი,
ფიქრები მოვიშორე ჩემით, სათრგუნავი.
და ძლივს ვიპოვე თავშესაფარი,
შენს გულში ავაგე სულის ტაძარი.

---

ფანტაზია დაილია

შენი სულ ერთი გაღიმებაც გულს ამიფეთქებს.
იმედი მაქვს, რომ ღმერთი ერთ დღეს კვლავ გამითენებს,
რომ ვიყო ღირსი შენი სულის ამბოხის გრძნებით,
რომ ისევ ვეხო მაგ თვალ-წარბ-წამწამს ამაყად, გზნებით.

შენა ხარ გრძნობის დასაყრდენი, მძლავრი კედელი.
და მიკვირს ყველა ნატვრის ახდენა როგორ შეძელი?
უსრულებელი არაფერი არ დამრჩენია,
ეს სიყვარული კაცობრიობის გადამრჩენია.

მაგრამ ფანტაზია დაილია,
მაგრამ ეს ნატვრები გამოთავდა.
ერთ დღეს ყველაფერი აირია,
შენსკენ სავალი გზაც არ მოსჩანდა.

ნუთუ გაფერმკთალდა რაც კი ჩემში იყო?
ნუთუ გრძნობა უკვე გადაგვარდა?
ვცდილობდი არ მეფიქრა, მაგრამ ვერაფერი.
გრძნობები უფსკრულში გადაქანდა.

როცა დამიძახებ ნუთუ ვერ გავიგებ?
ნუთუ ჩემს ცხოვრებას ფერხთით ვერ დაგიფენ?
როცა გეტკინება ნუთუ ვერ მოგირჩენ?
სიყვარულით დაჭრილს ისევ ვერ მოგგვრი ფრთებს?

როცა დაინატრებ შენთან არ ვიქნები.
როგორ ეშველება შენს გულს ნაიარევს?
ვინღა გისალბუნებს როცა დაგჭირდები?
გახსნილ ჭრილობებს შენ ვინღა დაგიამებს?

და თუ შევძელი და შევძარ ფანტაზია.
და თუ შევძელი და ნატვრად შენ მოგიხმე.
თუ მე წამების გზა გამიპარტახია,
და ყოველი ცრემლი შენ ერთს თუ მოგიძღვენ.

მაშინ მოდი სიზმრად გულზე დამეფინე,
მაშინ მოდი ცხადად გრძნობა გაამთელე.
გამითბე კვლავ სხეული, სადაც გამეყინე.
ისევ გაგიჟებით, გრძნობით გამახელე!

---

გვიანია

ისევ უნდობ ლანდებს შევალიე წლები,
ვიცი, უნდა მწამდეს, მაგრამ ვეღარ ვთვრები,
ახლა აღარც გგლოვობ, აღარც მიცემს გული,
ვეღარაფერს ვიგრძნობ მე სულ დადაგული.
ოცნებებში გხვევდი, შენს ნაკლებს ვფარავდი
სიყვარული ჩემში ყოფილა მარადი.
გულში ვიჭრებოდი, ისე აღარ ვიწვი.
დასახმარებლად მე ხელს არასდროს ვიწვდი.
უთქმელობამ ნუთუ კვლავ დაადნო სული?
ნეტავ რატომ ხდება? სულ ვმოქმედებ გულით.
შენგან ველი პასუხს, შენ ხელისგან კრული,
რატომა ხარ ჩემთვის კარგი, სხვისთვის _ ცუდი?
უთქმელობამ თმებში გამიჩინა თეთრი,
მაშინ რად არ იყავ ჩემთან?
მაშინ ვის უძღვნიდი სითბოს?
როს გნატრობდი გვერდით.
უთქმელობამ გამწირა, ვეკედლები ოცნებებს,
რაღად მინდა სიცოცხლე? დაე, ახლავ მოვკვდე მე.
და ერთ დღესაც:
მიატოვე ყველა, ახლა პასუხს ელი.
ახლა შენ გჭირდება განათება ბნელის.
ახლა შენშიც არის უნუგეშო სევდა.
ახლა ჩემ მაგივრად დატანჯული შენ ხარ.
ჭაღარა მაქვს თმებში, დაღალული სახე.
რაც მინდოდა ვერ ვთქვი, გუშინ სიზმრად გნახე.
ჩემ თვალწინ შენ ცრემლს ღვრი, დაივიწყე ღირსება,
ერთ დროს ღიმილიანი თვალნი ცრემლით ივსება.
სინანულით ტკივილი ყელში ისე წაგიჭერს
სიბნელეში ეშვები, ვეღარავინ დაგიჭერს.
დავწვი ყველა მიზანი, დავწვი ყველა ოცნება.
ჩემში მარადიული გრძნობა ვხვდები მოცვთება.
უცებ მომეახლე და მეალერსე ავადმყოფს.
ფიქრობ:”უკანასკნელად იმ სიყვარულს გამანდობს.”
კვლავ უთქმელად გშორდები, კვლავ გრძნობის ვარ მტვირთველი.
დავინახე მესაფლავე ჩემ სახელის მტვიფრელი.

---

შენც არც იყავი, არც იქნები, ახლაც არა ხარ!

უკვე დამტოვე, შევიშალე ჩემი ფიქრებით,
როგორც ყოველთვის განდეგილი მარტო ვიქნები.
უკვე დამტოვე, შავ-თეთრია ჩემი სამყარო.
არვინ იფიქროს, დარდი გულიდან წამით ამყაროს.

ფიქრებში დაჭრილს ჭრილობას მირჩენს შენი ხელები,
მაშინ ვიფიქრე, ახლა კი ვფიქრობ ვერ შეგელევი.
ბნელეთს მინათებს შენი სპეტაკი, წმინდა თვალები.
მოდი, ბოლომდე გამოანათე, ნუ მემალები!

ჭირში ვისურვე შენი სუნთქვის ამოქროლება.
შენზე ძვირფასი ქვეყნად არვინ არ მეყოლება.
წყალში ვვარდები, იქნებ ფსკერზე აღმოგაჩინო.
ერთხელ დაბრუნდი. იქნებ მოსვლით გადამარჩინო.

ცეცხლში დავლანდე შენი წმინდა სახის მშვენება.
ცხადი მეგონე, თურმე ყოფილხარ ჩემი ჩვენება.
ღრუბლებში ვიწყე მაღლა და მაღლა ფრენა მე
ჩემი სამყარო მთლიანად ყოფილა შენ და მე.

გაზაფხულს ვთხოვე მოეტანა შენთვის გრძნობები.
არვის ვიკარებ გულს მომდებია ძველი ობები.
ზამთარში ახლა ვინღა გათბობს ვის იკრავ გულში?
უშენოდ მაწვიმს, მათოვს, მაციებს გაყინულ სულში.

ჩვენს შემოდგომას დაეკარგა წითელი ფერი.
მოყვარე აღარ დამრჩენია, გარს მაკრავს მტერი.
ზაფხულში თმებზე მსხვილი ფიფქები ნაზად დამათოვს.
დრო ამერია, არ დავლაგდები კარგო არასდროს!

გულში გეძებე, მაგრამ ფერფლი ქარმა გაფანტა.
შენც არც იყავი, არც იქნები, ახლაც არა ხარ!

---

მე შენ დაგკარგე, გიბრუნებ მევე

ამ წამს დაგკარგე, და აღარ მოხვალ.
ვეღარ გამითბობ გაყინულ ხელებს.
რაღა აზრი აქვს უაზრო მოთქმას,
და ლოდინს ახლა, 100 წლის მერეც.

ამ წამს დაგკარგე, არ დაბრუნდები.
ახლა ვხვდები, რომ ვარ გრძნობის მსხვერპლი.
უშენოდ გზას მე ვერ გავუდგები
და იმას გეტყვი, რაც დღემდე ვერ ვთქვი.

მიყვარხარ. რაა ეს სიტყვა ახლა.
მიყვარხარ. გიდებ დაურღვევ აღთქმას.
მიყვარხარ. ვერ ასწრებ შენ ამის აღქმას.
მიყვარხარ. ყველა გრძნობებზე მართლად.

მიყვარხარ მე შენ თავდავიწყებით.
გრძნობით ვმთავრდებით, გრძნობით ვიწყებით.
მიყვარხარ მე შენ, თუნდ ზღვის ფსკერამდე,
ჩემთან იყავი გულის ძგერამდე.

მიყვარხარ რაა ამ გრძნობის ფასი.
შენა ხარ წმინდა ღრუბელის მსგავსი.
მიყვარხარ გვლოცავს ანგელოზთ დასი.
მოდი მოვაშთოთ ჩვენ ყველა ნავსი.

მიყვარხარ, გქვია შენ გრძნობის მეფე.
მე შენ დაგკარგე, გიბრუნებ მევე.

---

დ ე დ ა

შენ გაუძელი ამდენ ტკივილებს,
დახარე თავი ყველა ცოდვაზე.
მინდა ბოდიში რომ მოგიხადო.
ბოდიში, მე ჩემს ყველა ბოდვაზე.

იტანდი ყველა შესამჩნევ ტყუილს,
იტანდი ზიზღით აღსავსე სიტყვებს.
როგორ არ მინდა ვიფიქრო ასე
ვერ გავექეცი შემზარავ ფიქრებს.

შენ მე მასწავლე ის სიყვარული
რომლითაც ახლა სხვა უნდა ვათბო
ვიცოცხლო მისთვის, ვისუნთქო მისებრ
და თუნდაც მისთვის სიცოცხლე დავთმო.

რამდენჯერ ცრემლით ბალიში სულ მთლად
დასველებული გქონია მალვით
მე ახლა ვნანობ, მე ახლა ვხვდები
შენს კალთას უნდა ვემთხვიო კრძალვით.

გინდოდა ჩემში ვარდების კრეფა.
ყველა იმედის ახდენა გსურდა
მაგრამ მე თვითონ ჩემს სულში ჩუმად
დასახლებული დემონი მძულდა.

გულგატეხილი აღსავსე დარდით
თვალებს გიწვავენ ცხელი ცრემლები
გინდა უსიტყვოდ გულში ჩამიკრა
მომხვიო შენი თბილი ხელები.

შენ ხომ ყველა დღეს ჩემით იწყებდი
ლოცვით ირჩენდი გულის იარებს
წუთისოფლისგან ფეხქვეშ თელილი
სწორ გზაზე ვინღა მომატრიალებს ?

დავკარგე ძალა, გამიქრა სითბო,
ვიცი, ჩაგიქრე ყველა ღიმილი.
ამ თვითმკვლელობით მე მოგაყენე
უკანასკნელი, მძიმე ტკივილი.

---

ხასიათი

ეს უზომო სიყვარული მაპატიე,
უცებ, ჩუმად უკნიდან რომ მოგეპარე
აგაფარე თვალზე ხელი ჩაგჩურჩულე
“გულში ასე უხმოდ როგორ შემეპარე?”
. . .
თითქოს დავბრმავდი,
თითქოს ვერ ვხედავ
გარშემო რა ხდება.
თითქოს დავყრუვდი,
თითქოს გავქვავდი,
გულს აწევს კვლავ სევდა.
თითქოს ვეღარ ვგრძნობ,
ვერაფერს ვეღარ ვთმობ,
რა მჭირს არ ვიცი.
ერთადერთი რამ დამრჩენია
რასაც განვიცდი.
ახლა უშენოდ შევეხიზნე
საოცარ ლანდებს.
დავიძინებ და სიზმრებში მჩუქნი
სისხლისფერ ვარდებს.
ალბათ, ესაა რაც მაცოცხლებს,
მაყენებს ფეხზე.
თითქოს რაღაცა მამძიმებს, მაწევს
ამ ჩემს სუსტ მხრებზე.
ხან ვიღიმი და ეს ღიმილი
რას მივაწერო?
ხან ცრემლებს ვღვრი და
ვცდილობ სევდა ლექსში აღვწერო.
ხან მიხარია,
ისე თითქოს გაგიფრინდები.
ხანაც კალთაში
თავს ჩაგიდებ აგიტირდები.
ცვალებადი ვარ საოცარი,
ვით მარტის დღენი.
მინდა მოგიძღვნა თბილი სიტყვები,
შენი სამშვენი
ხან მინდა სითბო ვანაწილო
ყველა ცოცხალში.
ხანაც შემიპყრობს სიძულვილი
ჩემი მოყვასის.
ხან მივეცემი ოცნებებს და
ამ ნატვრით ვტკბები.
ხანაც იმედი მიქრება და
ტკივილით ვკვდები.
ხან მგონია, რომ
ბედნიერება თითქოს მეღირსა.
ხან უბედობით დაჩაგრული
სხვისგან ველი ხსნას.
ხანაც მორწმუნე,
განათებულ გზაზე მლოცველი.
ხანაც ურწმუნო,
დამძიმებული ფერადი ოცნებით.
ხანაც სიკეთით აღსავსე და
სულით ძლიერი.
ხანაც ბოროტი,
უსულგულო გადამთიელი.
ასეთი ვარ და
არ მინდა რომ ყველა მიცნობდეს.
ასეთი ვარ და
მინდა ამ გულს თვალებით მითბობდე.
ასეთი ვარ და მაპატიე
თუ გული გატკინე.
შენ შეგიძლია დამეხმარო,
გ ა დ ა მ ა რ ჩ ი ნ ე.


წინა სიახლე » ცოტაოდენი ლექსები - როგორც...შემდეგი სიახლე » უსიყვარულოდ…


  • არ მომწონს
  • +16
  • მომწონს
  • უკან
22-03-2012, 19:20 5 371 0 -

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.