» » » ლექსების კრებული


ლექსების კრებული

ავტორი: Admin | 3-11-2011, 21:38 | კატეგორია: ბიბლიოთეკა » პოეზია | ნანახია: 1530 |



თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ,
თუ ძუძუს თავზე არ გიკბენია,
თუ ქალი ოთხად არ მოგიკეცევას,
სხვა უკეთესი რა გიგემია ?!

თუ თბილ თითებით თმას არ უფურჩქნი,
თუ გრძნობით ოფლი არ გიდენია,
თუ ფეხებამდე ქალს არ გალოკავ,
სხვა უკეთესი რა გიგემია?!

თუ არ გაათევ თბილ ღამეს თეთრად,
თუ ჭირში სული არ გაგძვრენია,
ბროლივით სხეულს თუ არ გალოკავ,
სხვა უკეთესი რა გიგემია?!

თუ ხშირ სუნთქვაში შვებას არ იგრძნობ,
თუ ქალის კვნესა ყურს არ სმენია,
ღამეს ჩურჩულში თუ არ გაათევ,
სხვა უკეთესი რა გიგემია?!

არ მოგიპარავს დროის წუთები,
არ მოგიპარავს ტკბილი განცხრომა,
ხომ არ გგონია შენთვის არ მოთოვს,
შენთვის სიკვდილი კარზე არ მოვა?!

თუ ერთი წუთით მოსულს ამ ქვეყნად,
წუთები უღვთოდ დაგილოცნია,
ჩაგიკრავს გულში ზღვისა ღელვა და…
თქვი, რომ ამ ქვეყნად არ გიცხოვრია!

შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე,
უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჯი.
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ,
რომ ჩავახედო შენს კეთილ სულში.

შენ უნდა უცხოდ მოსული ქარი
გიფრიალებდეს ნისლისფერ მერდინს,
გაიღოს უცებ სამოთხის კარი –
მუხლებთან გეჯდეს შემკრთალი ღმერთი...

რა სჯობს - სიმღერა თუ წყვილი ცრემლი!
სად სჯობს - მიწაზე თუ მიწის გარეთ!..
მზე - მზეზე უფრო დიდი და ცხელი,
მთვარე - მთვარეზეც მაღალი მთვარე,

და ცა! - ღმერთების ცისფერი ჰოლი -
ძლივს რომ აუდის მომსვლელს და წამსვლელს,
მაღალი ბიჭი ლამაზი ცოლით -
მოდიან, მაგრამ მიდიან წამსვე:

ბოლოს და ბოლოს ერთი აქვს ბოლო
ლომსა და თინუსს, ნაძვსა და ღოლოს!
სიყვარულისთვის! კარგო, ჩვენ მხოლოდ
სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ!

უხერხულია - შენ გერქვას ცოლი -
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე.
აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი! -
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ...

• • •
ტარიელ ჭანტურია
• • •
----------
ვიცი, ოდესმე დამელოდები...
ვერსად წაუვალთ გრძნობას, ჟინიანს...
ისევ მეძახი, და მელოდები,
ნუ გეშინია, ნუ გეშინია...

ისევ მეძახის შენი თვალები,
ვიღაცა უკრავს და მეშინია,
მე, შენს აკორდებს დავემალები...
ნუ გეშინია, ეს გერშვინია...

ისევ მეძახის შენზე ოცნება,
აფეთქებულა სულში მონმარტი...
მე გადამრიეს, შენმა კოცნებმა...
და გამაგიჟეს, როგორც მოცარტი...

ისევ მეძახის, შენი ნატვრა და
სხვა, უკეთესი რა დამრჩენია...
ნუ გეშინია, უკვე დამთავრდა,
ნუ გეშინია, ბეთჰოვენია...

ამ აკორდებში, გავიჭედები...
ხან მოცარტია, ხან გერშვინია...
მომავლისაკენ, რომ ვიხედები
უკან მოხედვის არ მეშინია...

ვიცი. ოდესმე მოვალ, გოდებად...
და დამიძახებ ისევ, ჟინიანს...
ჩვენ, ის დღეები მოგვაგონდება...
ნუ გეშინია, ნუ გეშინია...

ვიცი, წარსული ტყვიას მომახლის,
რომ შენს სიყვარულს, მე დამიშლიან...
შენი თვალები, მაინც მომძახის:
ნუ გეშინია, ნუ გეშინია...

------------

მე რომ მხატვარი ვყოფილიყავი,
შენს არსებობას შვიდ ფერს ვანდობდი:
წითლად სიცოცხლეს შეგიღებავდი,
მარადიული ბრძოლის უნარით.
თეთრად სიყვარულს დაგიხატავდი,
სუფთას, უკვდავს და ნაზი ვუალით.
ყვითლად მაგ ეჭვებს შეგიღებავდი,
ზოგჯერ მკაცრს, მაგრამ სამართლიანი.
მწვანედ მომავალს მოგიხატავდი,
ბედნიერსა და ლაღი მინდვრებით.
შენს სულს ოქროსფრად ჩაგიხატავდი,
ამოუცნობს და თითქოს ზეციურს.
ნარინჯისფერი შენი ვნებები,
მუდამ მგზნებარე, დაუნდობელი.
ცისფერი შენი გრძნობების ფერი,
ცასავით სუფთა, ზღვასავით ცელქი

-----------------

შემოდგომა


მე შემეშინდა მარტო დარჩენის
და შენთან მოველ!
არაფერია, სხვა, დანარჩენი...
დაეხსენ ყოველ
უსაფუძვლო ფიქრს და ფორიაქს!
მე შემეშინდა მარტო დარჩენის
და შენთან მოველ!
გარეთ მოხრილი ხეების რიგი
მიჰყვება ქარებს
და უჩვეულოდ მოძრაობს ღამე.
მიაშრიალებს ღრუბლებს ფრთებივით
და სადღაც მთებში ეშვება მთვარე...
ხოლო ხეებზე ფოთლების მსგავსად
შეშფოთებული ჩიტები სხედან.
და ირწევიან რტოები ხეთა
და ქუჩებს ხმელი ფოთოლი კაწრავს...
არაფერია სხვა, დანარჩენი
ნუ გახვალ გარეთ!
მე შევკრთი უცებ
და შემეშინდა მარტო დარჩენის...
წვიმამ მომისწრო და შევეფარე...

• • •
თედო ბექიშვილი
• • •

რა ვუყო სურვილს,
მილიონობით სისხლისფერი ვარდით ნაჯერებს?
ან მოთმინებას,
ჩემი ცხოვრების უტყვ, ყრუ-მუნჯ მეგზურს?
ვინ მომიყვება ეკლიანი გზების სილბოზე,
ვინ დამაჯერებს,
არ მდომიაო ხელისგულივით ტენიან ველზე
კოცონებივით დანთებული დღეებით ტკბობა?..
თუნდ დაჩოქილი მივიტანდი სულს მზეებამდე!..
მტკივა მუხლები,
უფრო ხელი და გული მტკივა,
ნაზრობი ყინვით.
ბაირაღივით მივაფრენდი შენს ფერმკრთალ სახეს,
სახელს,
ვინ მოთვლის მერამდენედ ტუჩებზე დამდნარს
და ვამაყობდი უძვირფასეს ბგერათ მოყივნით,
დაუნდობელი...
ვის გავაგონო ზეთისხილის მორცხვი შრიალი,
ჩემში რომ იწყებს კიდევ ერთ და ახალ სიცოცხლეს?
ვის თვალს ექნება მზერა
ჩემებრ მშიერ თვალების და ფორიაქი,
დაყოლილი ამ თვალებივით?..
ან ვინ იცხოვრებს
ჩემი დღით და ჩემი შუადღით?
ვინ დავამძიმო?..
ხამი პერანგით - შიშველ ტანზე, მოვიწევ შენკენ.
რა გადამარჩენს სხვა
თუ არა შენი სურვილი?!
ტენიან ველზე,
ატანილი მთლად სიმღერებად, შენი მზეები დანთებულან,
ოქროცურვილი!..
მე მაპატიე
სისხლისფერი ვარდების ცრემლი,
აკივლებული ბილიკებით შლეგი თარეში...
მომატანინე
მოცახცახე ხელების სითბო...
ამომასუნთქე
უნატიფეს
სიმხურვალეში.

• • •
მაკა ჯაიანი
• • •

P.S ლექსები მოპოვებულია ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეში, ავტორები ყველას არ ქონდა მითითებული, ამიტომ მაპატიონ ავთორებმა, ან მომწერონ და მივუთითებ.

«წინა სიახლე ნინა რიჩის(N...
ძალიან ლამ... შემდეგი სიახლე»

მოგეწონა სიახლე? არ დაიზარო, გაუზიარე მეგობრებს!


პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგაციწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

საიტის არქივი

ივლისი 2014 (159)
ივნისი 2014 (343)
მაისი 2014 (191)
აპრილი 2014 (57)
მარტი 2014 (84)
თებერვალი 2014 (78)