» » » ეროტიული პოეზია...

ეროტიული პოეზია...

ეროტიული პოეზია...


ხლა აქ რომ იყო,ჩემთან ერთად
იმდენს გაკოცებდი - დაგახრჩობდი,
მოგეფერებოდი უსასრულოდ
და ჩემი სურნელით დაგათრობდი.
ჩემს ფიქრებს,ოცნებებს გაგიმხელდი,
უსაზგვრო სიყვარულს გაგიყოფდი,
ისე გაგართობდა ჩემთან ყოფნა
გათენებასაც კი ვერ იგრძნობდი
ნეტავ რა მაცოცხლებს რომ არ მყავდე,
უაზროდ ივლიდნენ ალბათ წლები,
როცა ვერ გხედავ და ჩემთან არ ხარ
ძალიან,ძალიან მენატრები.
რა მოხდება ახლა რომ გინატრო,
გინატრო და უცებ გაჩნდე ჩემთან,
ნიავივით ფიქრებს გამოყვე და
მზის ამოსვლას შევხვდეთ დილით ერთად



****



კოცნა პოეტურად?
ხო, როცა უყურებ ტუჩების მიმოხრას
და ისე გიზიდავს, რომ კიდეც გაოცებს.
მანძილი თითქოსდა, ნელ - ნელა მცირდება
და უცებ, სულ უცებ უსიტყვოდ აკოცებ.
კოცნა პოეტურად?
თვალებით ახსნილი გრძნობების კვალდაკვალ,
ზედმეტი ხელების, ლოყაზე შეხებით,
კოცნი და თითები ცოცავენ ნაკვთებზე
და შემდეგ, ნელ - ნელა იკრავ და ეხვევი.
კოცნა პოეტურად?
თუ ჩახსნილ საკინძეს, მკერდისკენ მიყვები
და შემდეგ უკანვე ბრუნდები ტუჩებთან,
ის ამბობს ჩურჩულით: შეჩერდი, არ გინდა,
შემდეგკი გნებდება და ვეღარ ურჩდება.
კოცნა პოეტურად?
არ ვიცი სიმორცხვე - ის ჩემთვის მითია,
დიდი ხნის წინათვე, მე ასე დავიწყე -
თუ ვკოცნი როდისმე, ცხელი ვარ ყოველთვის
და ვკოცნი ისე რომ, არასდროს ვავიწყებ.



****



ვისია ნეტავ ეს ქალი,
ვის მკლავზე უდევს თავიო.
დავაცხრებოდი ვნებითა,
როგორც ლეშს კორტნის სვავიო.
შევცურდებოდი მის მკერდში,
როგორც ტალღებში ნავიო
ამაზე ფიქრით ლამაზო,
სულ მთლად დავკარგე თავიო.
შენი სურვილი მაგიჟებს,
მიტომაც გავხდი ავიო.
სადმე არ გადამეყარო,
ვეღარ გიშველის ქმარიო



****



ველური მზერით გიყვარს თამაში....
ჩემს წინ ამაყად , ნებივრად დგომა...
ძლივს დატეულხართ ვიწრო კაბაში
შენ, გაზაფხული და შემოდგომა....
ჯანსაღი ფერით, მდიდარი ტანით
მოხეთქილი ხარ როგორც ჩანჩქერი
ჩემს წასალეკად და გასატანად
და არსაიდან არ სჩანს საშველი!
შენა ხარ ჩემი თავდავიწყება
და მზიან გულზე დარდად მოწოლა
ჩემი საცერა თვალებით გაგცრი
აგაბრიალებ ველურ კოცონად!
შემოგადნება სხეულზე კაბა,
როგორც სიმწიფით გულაბ მსხალს კანი
და ოცნებაში თრთის ვარდის ქაფად,
შენი ლამაზი, ღვთიური ტანი...
მოდი! იხუვლე, ნაპირს გადმოდი
თავდავიწყებას რადგან მპირდები,
მე ცარიელი ვარ კალაპოტი
და ამომავსე შენი ზვირთებით!



****



ცამდე ატოტილი,ვნებით გაპოხილი
შენი ნაზი ტანის ჩუმი ნარნარია
შენი სილამაზე,წვივიდან წარბამდის
ლურჯი სილაჟვარდის და მზის სადარია
ტოტებდახუნძლული,ნაყოფგადამსკდარი
შენი მკლავების და მკერდის ხანძარია
შენი გაღიმება,წითელ ტუჩთა ბზარი
ქვაზე დამსხვრეული ლალის სადარია
ქარით დაზნექილი ხეთა განაბწკარი
შენი წაბლისფერი წამწამთა ჯარია
გვერდი ჩამიარე,ლექსი მოგიძღვენი
გულმა დაიკვნესა: ღმერთო,რა ქალიავ



****



თუ ქალის სხეულს არ დამხობილხარ
თუ ძუძუს თავზე არ გიკოცნია
თუ ქალი ოთხად არ მოგიკეცავს
სხვა უკეთესი რა გიგემია?
თუ თბილ თითებით თმებს არ უფურჩქვნი
თუ გრძნობის ოფლი არა გდენია
თუ ფეხებამდე ქალს არ ჩახედავ
სხვა უკეთესი რა გიგემია?
თუ არ გაათევ ტკბილ ღამეს თეთრად
ჭიდილში სული არ აგზვრენია
ბროლივით სხეულს თუ არ დალეწავ
სხვა უკეთესი რა გიგემია?
თუ ხშირი სუნთქვით შეხებას ვერ გრზნობ
და ქალის კვნესა არა გსმენია
ღამე ჩურჩულში თუ არ დაგიწვავს
სხვა უკეთესი რა გიგემია?


წინა სიახლე » ლექსები - ვიდექით ერთადშემდეგი სიახლე » ლექსი მონატრებაზე...


  • არ მომწონს
  • +36
  • მომწონს
  • უკან
5-07-2011, 13:38 10 305 1 -

სულ კომენტარები: 1


teako от 27 ოქტომბერი 2011 18:07
smile-viva good dzalian momecona kargi leksebia....bravo




ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.