რეკლამის ადგილი


ლექსები დედაზე....

ავტორი: Bacho 14-06-2011, 22:42 კატ: ბიბლიოთეკა / პოეზია |
  • არ მომწონს
  • +91
  • მომწონს
სრული სიახლე:
1ლექსები დედაზე....


ხომ არის ხალხი: თვალწინ უწყვიათ
ცხარე ბრძოლაში მოკლული ძმები...
ამ დროს ვინ უნდა იღიმებოდეს?
მხოლოდ იუდა და გამცემელი.

არის ნაღველი!ეს მეფობს გულში,
ყოველ ფიქრთა და ნატვრათა მძლევი,
მხოლოდ ნიღაბი ფარავს ამ ბოღმას–
ეს ღიმილია ნაძალადევი.

დადის ღიმილი საბედისწერო,
ეს ღიმილია ეხლა ჩვეული,
ის ისევე ნისლს მიეფარება,
ნისლიდან ოდნავ გამორკვეული.

გაფიქრებს ბევრი იდუმალება,
გაშინებს რაღაც, მაგრამ თან გხიბლავს,
იგია სავსე მიმზიდველობით,
რომ შემდეგ გული უფრო მოგიკლას.

ჩვენ კიდევ ბევრი ვიცით ღიმილი,
არც მხიარული, არც მოწყენილი,
თითქო მტრედია მართლა უმანკოდ
და გულუბრყვილოდ შემოფრენილი.


გულს ჩაგრჩენია ერთი სიცხოვლე,
ვერ წაშლის თვითონ სტიქიის ჩრდილი
და არასოდეს არ დაგვავიწყდება,
რადგან ის დედის არის ღიმილი.



****



შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,
ამ მშორდებოდი წუთით, საათით,
რომ სიარული გესწავლებინა
შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.

მე შენი წმინდა შუქი მეფინა,
შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,
რომ ლაპარაკი გესწავლებინა,
შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.

დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,
თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,
შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,
რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.

თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,
რამდენჯერ სენმა ხელი დამრია,
დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,
თმებში ჭაღარა შემოგპარვია.



****



როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,
შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,
შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად
ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული.

ახლაც შენა ხარ შენი კანდელი,
სიცოცხლის დიდი გასხივოსნება,
შენ შემაყვარე დღე დღევანდელი,
ხვალინდელ დღეზე ტკბილი ოცნება.

შენ დამილოცე ქვეყნად კაცობა,
თავზე ნამუსის ქუდი დამხურე,
სულ შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობა
და სიყვარული დავიმსახურე.

დედავ - სიცოცხლის ტკბილო საწყისო,
დედავ - ცხოვრების დვრიტავ მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.



****



სახლო, არ დაიშლებოდე,
ცოლო, არ გათხოვდებოდე…
ერთ ეგეც უნდა ვიკითხო,
ჩემ სიკვდილს ვინ იტირებსა,
ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა,
საქმეს ვინ გაიჭირებსა?
ამასა ვფიქრობ და გულიცა
ამასვე ანამდვილებსა.
დედის მეტს ჩემი სიკვდილი
არავის აატირებსა.
თუმც ნათესავნი, და-ძმანი
აღარ აისხმენ ღილებსა,
ცოლიც ძალიან მიტირებს,
ქვეყანას გააკვირვებსა,
ცოტა ხნის შემდეგ ისიცა
სხვისა ჭირს გაახლინებსა.
სულ ყველას დავავიწყდები,
ყველას სხვა დაათირებსა,
მე დედის გულში ვიქნები,
ძილსაც ვერ დაიძინებსა,
ვენაცვლე ძუძუს გამზრდელსა,
გულით ეგ დამიტირებსა,
დედას უყვარვართ შვილები,
დედა არ გვახსოვს შვილებსა,
იმითა გვტანჯავს გამჩენი,
სულ მუდამ გვაცოდვილებსა



****



მშობელი ჩემი მომკვდარა ადრე,
თურმე ყოფილა მწუხრივით ჩუმი.
შრომელი, ტურფა, შემკული აგრე,
ოქროსთმიანი და აბრეშუმი.

აკვნის მახლობლად ჩამქრელა დედა
არ მოღწეულა ხატება მისი,
როგორ შევიძლო, ვიხილო ნეტავ,
შევიქმენ მხოლოდ შეხვედრის ღირსი!

ედავ, ხატება არ დაგრჩა არსად,
ჭაში ვიცქირო, დამჩემდა სენი.
შენ ხომ იდექი გვიმიან ჭასთან,
ეგებ შიგ ჩარჩა სახება შენი.

ან იქნება შენი ოქროს თმა არი
კოლხურ კერაზე ამდგარი ალი
ეგებ ვაზია შენი ქამარი,
ხეს რომ ეხვევა ცოცხალი კვამლი!

როგორ შეგიცნო,თუ გნახე სადმე!
მოდი, გვალვაში მიგრილი რტოთი,
მე უკუღმართი განგება დავგმე,
რტო დამირხიე, ჩამიქრე შფოთი.



****



რა ხდება დედი?
გული ამტკივდა მიშველე დედი!
თვალთ მიბნელდება დაღამდა დედი?
ამ ხალხს რა უნდა?გამიშვით ხელი!
არსად წამოვალ..მიხსენი დედიი!
თეთრი სუდარა რად გინდა დედი?
რატომ ტირიხარ?რატომ გდის ცრემლი?
რომ გეფერები ვერა გრძნობ დედი?
გთხოვ შემომხედე..შვილი ვარ შენი!
ნუთუ ვერ მხედავ?ეს მე ვარ დედი!
არც ჩემი გესმის?რა ხდება დედი!
აქ რატომ ვწევარ?რატომ ვერ ვდგები?
რატომ მოფრინდა ეს თეთრი მტრედი?
საით მიგყავართ?არ მინდა ხელში!
დაბლა ჩამომსვით..გავივლი ფეხით!
ეს რა ორმოა?მითხარი დედი
და რატომ ჭარბობს დღეს შავი ფერი?
მიწას ნუ მაყრით არა გწამთ ღმერთი?
რატომ დაბნელდა?სადა ხარ დედი...




წინა სიახლე » ლექსები მეგობარზე (6 ლექსი)შემდეგი სიახლე » ლექსები - მარტოხელა მარტოს...
კომენტარი: 3 |ნანახია: 7747



ტეგები: ლექსები, დედაზე, ლექსები დედაზე, პოეზია

←  უკან დაბრუნება

პატივცემულო მომხმარებელი, თქვენ შემოხვედით საიტზე სტუმრის სტატუსით.
გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია ან გამოიყენოთ უკვე არსებული მონაცემები და შეხვიდეთ საიტზე.


კომენტარები

გასულია
15.06.2011, 19:03
1 კომენტარი
ჯგუფი: ჩვენიანი

vaiime aii bolo viicii da kvelaze magariia gulshii da iimiis iiqiit chadiis iisetii kargiia sm_cry
არ მომწონს 0 მომწონს



გასულია
16.06.2011, 10:23
63 კომენტარი
ჯგუფი: კოკრო

mec bolo momwons yvelaze metad good
არ მომწონს 0 მომწონს



გასულია
13.09.2011, 20:10
1 კომენტარი
ჯგუფი: ჩვენიანი

[i]bolo keqsmaa amatiraa...dzaan lamazi leqsiaaa.... sm_cry swoon
არ მომწონს 0 მომწონს



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



საიტის საკვანძო სიტყვები(ტეგები)

ნავიგაცია
კომენტარები
ონლაინ მომხმარებლები
მომხმარებლები: 0
ფარული: 0
სტუმარი: 33
სულ: 33

Google

ონლაინ სია
რეიტინგული ვიდეო
რეიტინგული ფოტოები


საუკეთესო სიახლეები

Bella Thorne-ი ბიკინიში მაიამის პლიაჟზე
დამატებულია: 3-06-2016, 22:23
Alexandra Daddario-ოს ახალი ფოტოები
დამატებულია: 3-06-2016, 21:31
Bella Thorne ახალი სელფი ფოტოები
დამატებულია: 14-06-2016, 11:19
Ariel Winter-ი ბიკინიში ბაჰამის კუნძულებზე
დამატებულია: 3-06-2016, 22:17
Ariel Winter-ის ახალი ფოტოები დასავლეთ ჰოლივუდიდან
დამატებულია: 3-06-2016, 22:12
Selena Gomez – ფოტოსესია Marie Claire – (ივნისი 2016)
დამატებულია: 14-06-2016, 21:40
Josephine Skriver – Pilgrim Ad Campaign 2016
დამატებულია: 14-06-2016, 21:42
როგორ გადმოვწერო YOUTUBE-იდან უპროგრამოდ ვიდეო
დამატებულია: 25-06-2016, 10:39
Ashley Tisdale-ი ბიკინიში
დამატებულია: 3-06-2016, 22:20
Taylor Swift-ის ახალი ფოტოები ნიუ-იორკიდან
დამატებულია: 3-06-2016, 21:15
მეგობარი საიტები
 ყველაფერი ლამაზი
 ქართული ფორუმი
 გართობა
 დაქალი
 სასაცილო ფოტოები
 კახელოს საიტი
 Знаменитости фото
 Голые девушки
 Картинки
up