» » » ლექსები მონატრებაზე...


ლექსები მონატრებაზე...

ავტორი: Bacho | 20-05-2011, 01:22 | კატეგორია: ბიბლიოთეკა » პოეზია | ნანახია: 10371

1ლექსები მონატრებაზე...


მე მინდა მხოლოდ ჩემი იყო
და სხვისი არვის,
ვერ იტანს გული ჩემი ირგვლივ
რაყიფთა არვეს,
მხოლოდ მე უნდა მეკუთვნოდეს
ეგ მზერა ქარვის,
სხვა ყველაფერი ჩემი სულის
სიმშვიდეს არღვევს!..

მესაკუთრე ვარ, ეგოისტი -
მაძაგონ თუნდაც!
რა ვქნა, თუ შენი სახე-მახე
ყოველთვის თან მსდევს,
მიყვარხარ! - აბა, ამას კითხვა,
მითხარ, რად უნდა,
ჰოდა, შენც, დიახ, მე მეკუთვნი
ბარიდან მთამდე!..

****

ჩემი ცხოვრება თითქოს ხიდია
თითქოს სიყვარული იქცა დავიწყებად
მე უშენობა არ შემიძლია
შენი სიახლოვეც არასდროს მავიწყდება
დაუნდობელი არის ეს ცხოვრება
შეუბრალებლად ბევრი დაისაჯა
გულში გაისმის ჩუმად გოდება
გული სიმარტოვით უკვე დაიღალა
ბევრჯერ შემიცოდავს, ბევრჯერაც მინანია
ბევრჯერ შეცდომებით კიდევაც მიცხოვრია
მაგრამ სინანული ზოგჯერ გვიანია
თითქოს სიყვარულიც ვერსად მნიპოვნია
ბევრჯერ დავისაჯე ,ბევრჯერაც დავიჩაგრე
უფლისთვის პატიებაც ბევრჯერ მითხოვნია
მაგრამ დამალვით ვერსად დავიმალე
ჩემი პრობლემებით შიშით მიცხოვრია
წარსულში ქექიქლით თავი დამიღლია
ჩემი პრობლემები დარჩა პრობლემებად
მაგრამ სინანულით თავიც დამიხრია
ჩემი წარსული იქცა მოჩვენებად
წლებმაც ჩაიარა ისე როგორც უწინ
თითქოს იარებმაც უკვე გაიარა
მაგრამ სიმარტოვე არ მშორდება წუთით
ჩემმა ფიქრებმაც უკვე მიმატოვეს
გაივლის დრო და ისევ გათენდება
ისევ ამ ცხოვრებით რომელიც მაღელვებდა
ალბათ ყველაფერი ისევ დალაგდება
ალბატ ცხოვრება უფრო შეიცვლება
რომელიც დღემდე საშინლად მაწვალებდა
ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება.

****

მოგენატრები, მოგენატრები
როცა კვირტები ხეებს დასცვივა,
მოგენატრები როცა თეთრ ფიფქებს,
ციდან დაშვებულს ის სილამაზე
სულის სიშფოთე აღარ მოჰყვება.
გიჟმაჟურ გრძნობას ვეღარ შეიგრძნობ,
და ვერ შეხედავ თოვლის ფანტელებს,
რადგან ეს გრძნობა მე ჩემთვის მიმაქვს,
და შენ გიტოვებ მარტო ფანტელებს.
მოგენატრები მთვარიან ღამეს,
გარიჟრაჟებულს ბევრჯერ მინატრებ,
მოგენატრები მაგრამ უეცრად,
ჩემს გულის სითბოს უკვე სხვა შესცვლის.
მოგენატრები როგორც არასდროს,
მაგრამ მე უკვე შორს გავფრინდები,
მომენატრები და ავტირდები,
მაგრამ ოდესმე ესეც მორჩება.

****

მე დავიბადე შეყვარებული,
ეს სიყვარული მუდამ თან დამაქვს,
ყოველი ფიქრი დამძიმებული,
ყოველი დარდი მისით გადამაქვს.

თუ მონატრება გაზაფხულია,
მაშ, მეც გაზაფხულს მოვეფერები,
ხასხასა მწვანე ფოთლებს - გულღიას,
ნარნარა სიოდ მოვეჩვენები.

სიტყვათა მარაგს ჯერაც არ ვკარგავ,
და ლექსიც ისევ სწრაფად იწყობა,
მაგრამ, თითქოსდა, მას აღარ ახლავს,
რაღაც ჩვეული მუზა, თუ გრძნობა.

ნატიფ ოცნებას ძალუმად ვუხმობ,
ვახმარ უწინდელ სურვილს და ძალას,
თუმცა ბავშვურად, ჩვეულად მიმნდობ,
მიამიტ ნატვრას რატომღაც ვკრძალავ.

და მაინც ვიცი, რომ ჩემი გული
ამას ვერაფრით ვერსად დამალავს,
რომ დავიბადე შეყვარებული
და სიყვარული მუდამ თან დამაქვს.

****

დრო უშენობით მაშინებს,
მჯობნის,ბნელ ფიქრებს მისევს,
შენ თუ არ გადამარჩინე,
ვერ გადავრჩები ისე
ვებრძვი უხათროს,ცინიკოსს
ერთი იმედით მხოლოდ
თუნდ უარესი წინ იყოს
ოღონდ შენ დამხვდე ბოლოს
ფიქრად და ლოცვად შენ მრჩები
ის კი ტკივილებს მიჩენს
შენ თუ არ გადამეჩვევი
ვერ მომერევა ისე
რითმებსაც ვეღარ ვიგონებ,
და უშენობას ვითმენ,
თუკი შენს ხმას გავიგონებ
ჯანიც გავარდეთ რითმებს
დრო დაგანახვებს სიმართლეს,
იტყვის რაც ბევრჯერ უთვამს
მიყვარხარ თვალის სინათლევ,
ჩემო ჰაერო, სუნთქვავ
ვათენებ ღამეს მთვარიანს
თავს ოცნებებით ვირთობ
მიყვარხარ როგორ ძალიან
მეც ვეღარ ვზომავ თვითონ..

****

გული ჩუმად ზღაპარს ჰყვება...
ბიჭს რომ გოგო ავიწყდება,
გოგოს თვალებს ცრემლი სწყდება,
ცრემლს ღიმილი ენატრება,
ღიმილი კი ბიჭთან რჩება.
ვერ გაიგებ სად რა ხდება...
ბიჭი სხვაზე გაგიჟდება,
ის სხვა უცებ მიატოვებს,
მასზე გულიც არ დასწყდება.
გოგოს ფიქრთა კორიანტელს
ბიჭის სახე ელანდება,
დაღამდება, გათენდება,
მის გარეშე ჩუმად დნება.
ბიჭს რომ გოგო ავიწყდება,
ერთხელაც არ ახსენდება
და თუ მაინც გაახსენდა,
მოკითხვაც კი ეზარება.
დრო გადის და დღეს დღე მიაქვს,
გოგოს გულში სხვა გაჩნდება,
გაზაფხულის ლამაზ დილას
სადედოფლო კაბით ხვდება.
გეცინება? არ თქვა რატომ,
ვერ გაიგებ სად რა ხდება...
ბიჭი ნომერს აკრეფავს და...
გულზე დარდი დააწვება.
ერთადერთი სიყვარული
დღეს მის თვალწინ გაფრინდება.
ფიქრს აურევს მოგონება,
თვალზე ცრემლი გაუჩნდება.
რაც ყველაზე ლამაზია,
ასე უცებ რატომ ქრება?
არ გინდა, არ უპასუხო,
ვერ გაიგებ სად რა ხდება,
რატომ ხდება, რისთვის ხდება...
გული ჩუმად ზღაპარს ჰყვება

****

მაინც მიყვარხარ!
ამომაგლიჯე გული მკერდიდან,
მოდი თამამად!
მომსკდარი სისხლით ჭიქა შეივსე,
დღეს ხარ თამადა.
სულ ამომიშრე თვალებში ცრემლი,
მშრალად ვიტირებ,
და როცა სუნთქვა შემიჩერდება,
ბევრი იცინე.
ნუ დაინახავ ჩემს ნამდვილ სახეს,
რა გინდა ნეტავ?
მე შენთვის ისევ ნიღაბს მოვირგებ,
როგორსაც მხედავ.
ცხელი და მჭრელი სიტყვების მწიდი,
ჩემში ჩაცალე,და თუ არ მეყო,
მეხსიერებაც სულ წამიშალე,
სულში მაფურთხე,ნუ გერიდება
არ არის ძნელი,
შენი სამოთხე მე მეხატება
კუპრივით ბნელი,
ოღონდ იცოდე,როდესაც მოხვალ ჩემს მოსაკლავად
მე არ მოვუხმობ მფარველ ანგელოზს
ჩემს დასაცავად.
სულ ერთი მზერით,უცებ შეგიცნობ
ვიგრძნობ ვინცა ხარ,
და მერე გეტყვი ამ ორ სიტყვას,
"მაინც მიყვარხარ"...

****

~ თუ მოგენატრები, სიზმრად ჩაიტანე ეს დიდი სურვილი და ჩემს სუნთქვას იგრძნობ უმალ ...

~ თუ მოგენატრები, თვალდახუჭული რომ იყო, ჩემი ლანდი მოვა შენთან ...

~ თუ მოგენატრები, ჩქარ ტალღებს დაუკვირდი და ქვებზე ფეხშიშველ მორბენალს დამინახავ ...

~ თუ მოგენატრები, ხეივანში გაიარე და ფოთოლთ შრიალით გამოგეპასუხები ...

~ თუ მოგენატრები, ტაძრის ნანგრევებს მიაკითხე და რომელიმე ფრესკად ასვეტილ სახებაში შეიცნო უნდა ხატება ჩემი ...

~ თუ მოგენატრები, აფრენილ ჩიტს დაადევნე თვალთახედვა და მისი ფრთების ტლაშუნი ჩემს დამშვიდობებად მიიჩნიე ...

~ თუ მოგენატრები, ცისფერ ცას ახედე და ჩემი სახე თეთრი ღრუბლებით დაიხატება ...

~ თუ ძალიან მოგენატრები, სანთლები აანთე და მის მკრთალ შუქზე მებაასე, ჩემი სული უეჭველად მოვა შენთან ...

~ თუ მოგენატრები ...

****

თითქოს დავბრმავდი,
თითქოს ვერ ვხედავ
გარშემო რა ხდება.
თითქოს დავყრუვდი,
თითქოს გავქვავდი,
გულს აწევს კვლავ სევდა.
თითქოს ვეღარ ვგრძნობ,
ვერაფერს ვეღარ ვთმობ,
რა მჭირს არ ვიცი.
ერთადერთი რამ დამრჩენია
რასაც განვიცდი.
ახლა უშენოდ შევეხიზნე
საოცარ ლანდებს.
დავიძინებ და სიზმრებში მჩუქნი
სისხლისფერ ვარდებს.
ალბათ, ესაა რაც მაცოცხლებს,
მაყენებს ფეხზე.
თითქოს რაღაცა მამძიმებს, მაწევს
ამ ჩემს სუსტ მხრებზე.
ხან ვიღიმი და ეს ღიმილი
რას მივაწერო?
ხან ცრემლებს ვღვრი და
ვცდილობ სევდა ლექსში აღვწერო.
ხან მიხარია,
ისე თითქოს გაგიფრინდები.
ხანაც კალთაში
თავს ჩაგიდებ აგიტირდები.
ცვალებადი ვარ საოცარი,
ვით მარტის დღენი.
მინდა მოგიძღვნა თბილი სიტყვები,
შენი სამშვენი
ხან მინდა სითბო ვანაწილო
ყველა ცოცხალში.
ხანაც შემიპყრობს სიძულვილი
ჩემი მოყვასის.
ხან მივეცემი ოცნებებს და
ამ ნატვრით ვტკბები.
ხანაც იმედი მიქრება და
ტკივილით ვკვდები.
ხან მგონია, რომ
ბედნიერება თითქოს მეღირსა.
ხან უბედობით დაჩაგრული
სხვისგან ველი ხსნას.
ხანაც მორწმუნე,
განათებულ გზაზე მლოცველი.
ხანაც ურწმუნო,
დამძიმებული ფერადი ოცნებით.
ხანაც სიკეთით აღსავსე და
სულით ძლიერი.
ხანაც ბოროტი,
უსულგულო გადამთიელი.
ასეთი ვარ და
არ მინდა რომ ყველა მიცნობდეს.
ასეთი ვარ და
მინდა ამ გულს თვალებით მითბობდე.
ასეთი ვარ და მაპატიე
თუ გული გატკინე.
შენ შეგიძლია დამეხმარო,
გ ა დ ა მ ა რ ჩ ი ნ ე...



.

←   წინა სიახლე   |   შემდეგი სიახლე   →

ნიშნები: ლექსი, მონატრება, ლექსები, მონატრებაზე, პოეზია

მოგეწონა სიახლე? არ დაიზარო, გაუზიარე მეგობრებს!


პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგაციწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
<
apo-apo

18 იანვარი 2012 20:24

კომენტარი: 1




good good good good good good good good
<
anino

17 თებერვალი 2012 23:32

კომენტარი: 2




გული ჩუმად ზღაპარს ჰყვება cveti
<
misha.kokaia

8 მაი 2012 00:09

კომენტარი: 74




magari leqsebi dzalian momewona good
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

საიტის არქივი

აპრილი 2014 (26)
მარტი 2014 (84)
თებერვალი 2014 (78)
იანვარი 2014 (51)
დეკემბერი 2013 (129)
ნოემბერი 2013 (115)