სევდიანი ლექსი

სევდიანი ლექსი


აი,სად შემხვდი,ვით ღამისთევა,
მე კი თურმე სად დამღამებია,
შენ რომ გიყვარდა,ის ქალი მე ვარ,
ვიცი,სხვა ქალი არ გყვარებია.

მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგავარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს.
შენ რომ ეძახდი,ის ქალი მე ვარ,
მითხარი,ხომ არ დავაგვიანე?!

თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა,
მე უშენობის დაღი მატყვია,
შენ რომ ნატრობდი,ის ქალი მე ვარ,
ვიცი,სხვა ქალი არ გინატრია.

შენ ეძახოდი შორს შენგან წასულს
და ხმა ქარიშხალს ჩაუქროლია,
შენ ეძახოდი ვიღაცა ასულს
და ჩემს მეტს არვის გაუგონია.

და ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ...
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,
შენ რომ ეძებდი,ის ქალი მე ვარ,
მაგრამ ვაი,რომ...დავაგვიანე...


წინა სიახლე » მითხარიშემდეგი სიახლე » მაპატიე - ლექსი სიყვარულზე
ტეგები: ლექსი


  • არ მომწონს
  • +9
  • მომწონს
  • უკან
10-09-2012, 14:58 7 883 0 -

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.