» » » ლექსების კრებული სიყვარულზე (5 ლექსი)


ლექსების კრებული სიყვარულზე (5 ლექსი)

ავტორი: Bacho | 7-05-2011, 13:11 | კატეგორია: ბიბლიოთეკა » ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 7640 |

ლექსების კრებული სიყვარულზე (5 ლექსი)


ვწევარ, გიხსენებ და მომდის ცრემლი,
ცრემლი ამ თვალებს ისევ ასველებს.
ვწევარ და ვფიქრობ; კიდევ როდემდე,
სევდა როდემდე არ დამასვენებს?
დავხუჭავ თვალებს და მაინც გხედავ,
თვალებს გავახელ და შენ დამხვდები,
მოგონებებში ჩავიძირე და
საკუთარ აზრებს არ ვეთანხმები.
შენ ისე ცივი, ისე შორი ხარ,
აზრი არა აქვს შენზე ოცნებას,
მე რომ მოვუყვე შენს მუქ თვალებზე,
ალბათ ცხრათვალა მზეც გაოცდება.
მოვითვლი დღეებს, უკვე რამდენი,
მართლაც რამდენი ხანი გავიდა...
გაუწყრეს ღმერთი დროს და საათებს,
მე შეგუება ბედთან არ მინდა!
მაინც არ იცდის დრო დაწყევლილი,
არც დამცინავი კედლის საათი;
"ფეხს აუჩქარეთ, წარმოდგენამდე
დარჩა სულ რაღაც ერთი საათი!"
ფიქრს მოვიშორებ, მაინც თან დამსდევს
შენი ხატება _ ძილშიაც მოვა;
წახვედი შენ და ღამის სიზმრები,
მოგონებები დამრჩა სახსოვრად.
შენზე ვერავინ ვერ იტყვის აუგს,
სანამდე სითბოს გრძნობენ ხელები
და შენ იცოცხლებ მანამდე, სანამ
იარსებებენ ჩემი ლექსები

******

მე ყველა ქალში შენს თვალებს ვხედავ
მე ყველა ქალში შენს ტუჩებს ვკოცნი...
მიყვარხარ ისე, რომ იქცე მზედაც
შევისხამ ფრთებს და ზეციდან მოგხსნი.
თუ ქალი მიყვარს, ეს ქალი შენ ხარ!
მიყვარხარ სხვაზე არ გაცვლის ნიჭით,
თუ ვცოდავ, ისევ გღალატობ შენთან
და ზოგჯერ ასე ღალატიც მიჭირს.
შეძრული სულით, შიშველი ვნებით,
გელტვი და მარად სურვილად მექეც,
შენ ერთი მწამხარ განგების ვნებით
და ალბათ შენი ბრალია ეგეც.
მეღვრები სულში ოცნების წვიმად,
გავახელ თვალს და შენ გხედავ ამ დროს.
მე ბრმა ვარ სხვათა მშვენების მიმართ,
მე მხოლოდ შენი მშვენება მათრობს.
მე ყველა ქალში შენს სახეს ვხედავ,
და ყველა ქალთან შენს ტუჩებს ვკოცნი...
მიყვარხარ ისე რომ იქცე მზედაც,
შევისხამ ფრთებს და ზეციდან მოგხსნი!!!"

*****

მე შენ მიყვარხარ,
როცა წვიმს, მაშინ,
როცა წვეთები ალბობენ მიწას,
და ირგვლივ ქარი გაავებული
კარსა და ფანჯრებს ვერ უხსნის კრიჭას...
მე შენ მიყვარხარ,
როცა თოვს მაშინ,
ირგვლივ იმდენი თეთრი ნისლია,
და მე მივდივარ ღიმილით იქაც,
სადაც ვერ მცნობენ,ან არ მიცდიან...
მე შენ მიყვარხარ,
ხვატში, გვალვაში,
როცა წყალს ითხოვს
ჩვენი ვერხვები,
როცა მეხები ყურთან ჩურჩულით
და მაშინაც კი თუ ვერ მეხები...
მე შენ მიყვარხარ,
მთაში და ბარად,მდინარესთან და
ზღვასთან ტალღებად,
ღირდა ყოველი წამი და წუთი
ამ სამსხვერპლოზე წლების გაღებად...
მე შენ მიყვარხარ,
როცა ვიღვიძებ,ვიძინებ, როცა
ღამეს ვნებდები,
არ მენაღვლება, რომ გადის დრო და
რა მენაღვლება, თუკი ვბერდები?!
მე შენ მიყვარხარ,
ისე და ასე,უსათაუროდ ურითმოდ ლექსში,
მე შეგისუნთქე ძალიან ღრმად და
დაგტოვე ასე ძვირფასად ჩემში...
და ყოველ სიტყვას,ღიმილს,სიგიჟეს
ჩემი ფიქრების სხვენზე ვინახავ,
აჰა, ეს ლექსი და იცი უკვე
მე შენ მიყვარხარ!...
მე შენ მიყვარხარ!....

*****

მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.

აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.

იტყვიან ასე: იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.

და აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული ცა და ქართული მიწა,
ბედნიერებას მას უმალავდნენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისცა.

მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

*****

გული ჩუმად ზღაპარს ჰყვება...
ბიჭს რომ გოგო ავიწყდება,
გოგოს თვალებს ცრემლი სწყდება,
ცრემლს ღიმილი ენატრება,
ღიმილი კი ბიჭთან რჩება.
ვერ გაიგებ სად რა ხდება...
ბიჭი სხვაზე გაგიჟდება,
ის სხვა უცებ მიატოვებს,
მასზე გულიც არ დასწყდება.
გოგოს ფიქრთა კორიანტელს
ბიჭის სახე ელანდება,
დაღამდება, გათენდება,
მის გარეშე ჩუმად დნება.
ბიჭს რომ გოგო ავიწყდება,
ერთხელაც არ ახსენდება
და თუ მაინც გაახსენდა,
მოკითხვაც კი ეზარება.
დრო გადის და დღეს დღე მიაქვს,
გოგოს გულში სხვა გაჩნდება,
გაზაფხულის ლამაზ დილას
სადედოფლო კაბით ხვდება.
გეცინება? არ თქვა რატომ,
ვერ გაიგებ სად რა ხდება...
ბიჭი ნომერს აკრეფავს და...
გულზე დარდი დააწვება.
ერთადერთი სიყვარული
დღეს მის თვალწინ გაფრინდება.
ფიქრს აურევს მოგონება,
თვალზე ცრემლი გაუჩნდება.
რაც ყველაზე ლამაზია,
ასე უცებ რატომ ქრება?
არ გინდა, არ უპასუხო,
ვერ გაიგებ სად რა ხდება,
რატომ ხდება, რისთვის ხდება...
გული ჩუმად ზღაპარს ჰყვება...


.


«წინა სიახლე ფოტოგრაფი St...
სუპერმოდელ... შემდეგი სიახლე»

ნიშნები: ლექსი, სიყვარული, პოეზია

მოგეწონა სიახლე? არ დაიზარო, გაუზიარე მეგობრებს!


პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგაციწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
<
ana-ana

12 ივლისი 2011 01:12

კომენტარი: 1




ilove ilove kargi leqsebia dzan
<
kitusa

24 თებერვალი 2012 21:14

კომენტარი: 4




laie laie laie smile-viva smile-viva vici rogoria roca bijs ar uyvarxar shem tavze maq gamocdili drinks drinks drinks sm_rock sm_rock sm_rock sm_biggr sm_biggr sm_biggr sm_cry sm_cry sm_cry
<
misha.kokaia

27 მარტი 2012 16:37

კომენტარი: 122




magari leqsiaa,momewona dzalian
<
Luffy

17 სექტემბერი 2012 16:05

კომენტარი: 1




kai leqsia mara gogo ro shrdeba bichs egre ufro jobia :d
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

საიტის არქივი

სექტემბერი 2014 (163)
აგვისტო 2014 (129)
ივლისი 2014 (160)
ივნისი 2014 (343)
მაისი 2014 (191)
აპრილი 2014 (57)