მეგობრობა

ყველაზე ალალი, ყველაზე მართალი
კაცის თუ ქალის მუდამ მხლებელი
მეგობრობაა დიდი საუნჟე
ადამის, ევას მაცოცხლებელი.

რად გინდა ოქრო, ვერცხლი, ზურმუხტი
ქარის მოტანილს ქარი წაიღებს,
მაგრამ ის განძი რომელიც გულში გაქვს
ქარიშხალიც კი ვერსად წაიღებს.

ოჰ! რა ძნელია მეგობრის პოვნა
ვინც კი გაგიგებს არ გაგაწბილებს
შენზე იზრუნებს, შენზე იფიქრებს
და არასოდეს არ დაგივიწყებს.


წინა სიახლე » ლექსი მეგობარზეშემდეგი სიახლე » ეძღვნება ჩემ ორ მეგობარს ბ...


  • არ მომწონს
  • +50
  • მომწონს
  • უკან
28-07-2012, 18:32 10 170 0 -

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.