ლექსები დედაზე...

ლექსები დედაზე...


მე შენ მიყვარხარ
ქართველო ქალო
და მიყვარს შენი
ნაზი ღიმილი,
მინდა მოგართვა იების კონით
აღსავსე გული და სიყვარული.
მინდა გისურვო ბედნიერება
და შენი დედის დიდი სახელით,
მინდა დავლოცო მისი მარჯვენა
და საუკუნოდ ვადიდო იგი.
რომ შენ გაგზარდა ქართველი ქალი
და თვისი ძუძუ გაწოვა წმინდა
მან მოგანიჭა სულის სიწმინდე
და ის ქალობა ,რომელიც მხიბლავს.
მე დაგილოცავ ყოველ ცისმარეს
და ისევ მუდავ დავლოცავ სახელს,
რომელმაც ასე შენ აგამაღლა
იმ შენი დედის ღვთაებრივ სახელს.

***

წუხელის სიზმრად მესიზმრე დედა
მეფერებოდი სასოწარკვეთილს
მანდ ვიყავ ჩემი სუნთქვაც გესმოდა
აქა ვარ მარტო არ მტოვებ წამით...

რა ტკბილი იყო ეს ღამე ჩემთვის
ხშირად მეზმანე ამას ვთხოვ ღმერთსაც
როცა ჩემთან ხარ მე სიმარტოვის
არ მეშინის გჯეროდეს დედა

დედა ნეტავი ამ ქვეყნად რამე
თუ უტოლდება დედაშვილობას
როცა რაიმე მტკივა დედიკო
მასინ შენც გტკივა მე ამის მჯერა

ნაჯაფარ ხელებს მისვავდი ხელზე
გულს მიხუტებდი როგორც თილისმას
იისფერს გავდა ტუცების ფერი
ვაიმე გულმა ხომ არ გიმტყუნაამ დროს ჩამესმა ხმა სინიორას
არ ვახელ თვალებს რომ არ გამიქრე
უხმოდ მაკოცე და ისევ ჩუმად
მთვარეს გაჰყევი ღამენათევებს

გამომეღვიძა გულ-დაწყვეტილი
გავხედე გარეთ აისი იდგა
გეძებე თვალით მონატრებული
და ხელში სულ სხვა მოხუცი შემრჩა

რა ძალა არის ნეტავ ვიცოდე
რომ ვერ აკავებს სისორე დიდი
ვერც ზღვის ტალღები,ვერც მთის სიმაღლე
ვერც ქარიშხალი და ვერც ქუხილი

აქვე ოთახში მოხუცმა ქალმა
სულ ვერ გაიგო ჩემი ვაება
შენ კი დედიკო როგორ იგრძენი
როგორც მალამო დამედე წამლად

წახვედი მალე მე კი დამტოვე
უცხო ქალაქში ზღვების ნაპირზე
და დამიტოვე სურნელი შენი
შენი ამბორი დასიმარტოვე

***

ვინ ცდილობს მასწავლოს ცხოვრება ქვეყნად?
ვის უნდა ვიცოდე ყველაზე მეტად?
ნათელი სიყვარულით ვინ მოვა ჩემთან?

სითბოს გადმოაფრქვევს გულიდან დედა.

არ მიმატოვებს გასაყარ გზებთან,
სიმშვიდეს მჩუქნის ყოველთვის,ყველგან,
უკუნ სიბნელეში სანთლად ამენთება,
როგორც ყოველთვის ისევე დედა.

სიცოცხლეს გვჩუქნის თვითონ კი კვდება,
ყოველთვის მიცავ ვუყვარვარ ბევრად,
არ ვავიწყდები არასდროს ვხედავ,
სწორად დამარიგებს სიცოცხლე დედა.

უნდა დავაფასოთ ეს გრძნობა მეტად,
უნდა გავუფრთხილდეთ ვაქციოთ კერპად,
მის მზეს დავიფიცავ წავყვები ყველგან,
დედას გეფიცები მიყვარხარ დედა!!!

***

როცა მოვიწყენ და დარდი მომაწვება,
ვეღარ გავუძლებ და თვალი აცრემლდება,
ფიქრი გადამრევს და გული მეტკინება,
ვინ გაიზიარებს ჩემს ტკივილს?დედა

როცა გზა აბნეულს რჩევა დამჭირდება,
და ჩემი ოცნება სადღაც გაფრინდება,
ვეღარ ვუმკლავდები სიძნელეს ვხედავ,
უცებ წამომცდება ვაიმე დედა.

როცა სიცივეში სითბო მომინდება,
Gულში ჩამიკრავს და გული გამითბება,
ვინ არის ჩემს ფიქრებს უცებ რომ ხვდება?
ეს ხომ დედაა ძვირფასი დედა.

ნატკენ ჭრილობაზე მალამოდ დნება,
ძლიერი სიცხისას წვიმად გამოჩნდება,
ქარი დაუბერავს ქარსაც აღუდგება,
ახლოს არ მოუშვებს ნამდვილი დედა.

მე ვის ვენატრები ყველაზე მეტად?
ჩემი გულისთვის იქცევა ფერფლად,
ყველა სიძნელეს რომ უდრეკად ხვდება,
ესეც დედა არის,ძლიერი დედა.

როცა რამე მიჭირს ვის არ ეძინება?
ჩემსკენ მომავალ ცეცხლს წინ რომ აღუდგება,
ყველგან გამომყვება ,უფსკრულს ჩავარდება,
შვილის გულისათვის თავს წირავს დედა

***

ამის ფერები მეფერებიან,
მთვარე მავიწყებს სევდას,
ისევ მარტო ვარ ახლა ოთახში,
შენ მახსენდები, დედა!
უცებ გაფრინდა ჩემი ბავშვობა,
ზოგჯერ სიზმარშიც გხედავ,
რა სიყვარულით გამოზრდილი ვარ,
არ მავიწყდება,დედა.
მთვარემ მაჩუქა თავის ნათელი
ღამემ ლიცლიცი ფერთა,
დავაკვირდები დაქარგულ ფარდებს,
გამახსენდები,დედა!
და მთარიანი ჩემი ოთახი
ჰგავს მონატრების სევდას,
მე არასოდეს დამავიწყდები
ჩემო ძვირფასო,დედა...

***

როგორ მენატრები დედა
ღრუბელს გავაყოლებ ფიქრებს
ქარებს დავიგულებ მხედრად
სივრცეს, ოცნებები მივსებს,
ისე მენატრები დედა.
ვიცი, სიშორეთა ხიდი,
დროთა უსაშველო სევდა,
მიდის, უგზოუკვლოდ მიდის
უფრო მენატრები დედა.
შენი გულმხურვალე ლოცვა,
გზა—კვალს მიცისკროვნებს ბედად.
როგორ ძლიერი ვარ როცა
ქვეყნად შენა მყავხარ დედა.
ჩემო, გულცისკარა ქალო,
ჩემო, ტკივილო და სევდავ.
ჩემო, ოცნებების ფარო,
ჩემო საყვარელო დედა.
ღმერთმა გაგიგრძელოს წლები
მყავდე მიწიერი ღმერთად.
მინდა გამოვისხა ფრთები
ისე მენატრები დედა.

***

მუცლით დაგქონდა შენ ჩემი გული,
ახლა ამ გულის ტკივილს რომ ვბედავ,
რატომ მიდიხარ ეხლა მდუმარედ?
რამე გეწყინა? მითხარი, დედა...
შენს ჭაღარასთან მიმძიმს ჩურჩული,
გალეულ მკლავებს კერავს ძარღვები,
შენ მაპატიე, დედიკო, დღეს თუ
ბრალს დაგდებ მე და გაგიავდრდები.
ასე მგონია, გაქრა ჰაერი
და აღარ ძალუძთ ფიქრებს, მასუნთქონ,
შემინდე, დედა, შენ რომ დუმხარ და
შენს ნაცვლად კითხვებს თვითონ ვპასუხობ...
გაფიქრებაც კი მითოშავს სხეულს,
დასასრულთან რომ გარინდულს გხედავ,
მომენატრები როცა ძლაიან,
მათხოვრად ვისთან მივიდე, დედა?
შენ წახვალ დილით, მოსულა დრო და
არ ძალმიძს, გთხოვო დარჩენა ჩემთან,
ნახევარიც კი ვერ მოვასწარი
იმ სათქმელიდან, რაც უნდა მეთქვა...
მოდი, სიზმარში შევხვდეთ და მერე
უთქმელ სათქმელსაც ათასჯერ გეტყვი,
და მაპატიე, დედიკო, დღეს თუ
სულზე საავდრე შავ ღრუბელს შევყრი.
მეტკინა გული, ამ ლექსსაც უკვე
დასრულება და წერტილი ნებავს,
არასდროს გეტყვი, მშვიდობით-მეთქი...
ნახვამდის, დედა!

***

დედავ
რა იყო, რამ დაგაღონა,
ჩემო შავფერო დედაო,
რაც შენ წახვედი მას მერე
სწორ გზას ვეღარა ვხედაო,
მოდიან შავი კაცები
გულს და გონებას მგლეჯავენ,
სული ურწმუნოთ წაიღეს
მამულს ყორნები სწეწავენ,
გვასამარებენ ქართველებს
დღედაღამ გულში გვხვრეტავენ.
ერთს გეხვეწები, მითხარი
მანდედან აქ რას ხედავენ,
ჩვენ მოშველებას მანდედან
ნეტავ რატომ ვერ ბედავენ?1
ან ვინც მოვიდა აქედან
იქნება ჩუმად არიან,
რომ არ დაღონდეთ მანდ მაინც
აქ რა ყოფნითაც არიან.
სხვა რა ვთქვა,შენი საფლავი
აღარ მინახავს თვალითა,
სული მიჭირავს კბილითა
დავათრევ ძალის-ძალითა,
ღმერთს შეეხვეწე ერთს მაინც,
ნუ დამწვავს ცოდვა-ბრალით



  • არ მომწონს
  • +236
  • მომწონს
  • უკან
18-09-2011, 12:26 22 138 4 -

სულ კომენტარები: 4


skvaxnai от 23 სექტემბერი 2011 01:07
good good good



natalia от 6 ნოემბერი 2011 13:32
: chirli chirli chirli success ყველაზე ყველაზე მაგარიაა!! chirli chirli chirli chirli



მიშო от 1 აპრილი 2012 19:31
dzalian maghari leqsia sauketesoaa radgan im adamianze romelic yvelas uyvars yvelaze metad amqveynad



VikaPi от 7 იანვარი 2017 05:42
Как без труда развести девушку на секс:
http://seo-swat.ru//g9bVJ
.




ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.