დედას

ავტორი: sbeqamari | 18-11-2012, 09:01 | კატეგორია: ბიბლიოთეკა » ლექსები დედაზე | კომენტარები: 0 | ნანახია: 2802 |

დედას

დედა

ავტორი: makvanjo | 28-09-2012, 22:29 | კატეგორია: ბიბლიოთეკა » ლექსები დედაზე | კომენტარები: 0 | ნანახია: 3697 |

როს არას ნაცვლად ამბობდი ალას როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას ვინ გიმღეროდა?! - მშობელი დედა, ეზოში როცა იტკენდი რამეს,- ვინ გაჩდებოდა იმ წუთას შენთან?! შენი გულისთვის უძილო ღამეს ვინ ათენებდა?! - მშობელი დედა.

ეძღვნება მაცაცოს

ავტორი: zurabi | 5-09-2012, 17:47 | კატეგორია: ბიბლიოთეკა » ლექსები დედაზე | კომენტარები: 0 | ნანახია: 2997 |

ეძღვნება მაცაცოს


შენ გაუძელი ამდენ ტკივილებს,
დახარე თავი ყველა ცოდვაზე.
მინდა ბოდიში რომ მოგიხადო.
ბოდიში, მე ჩემს ყველა ბოდვაზე.

ეძღვნება ჩემს ულამაზეს დედას...(მანანას)

ავტორი: zurabi | 31-08-2012, 13:24 | კატეგორია: ბიბლიოთეკა » ლექსები დედაზე | კომენტარები: 0 | ნანახია: 4771 |

ეძღვნება ჩემს ულამაზეს დედას...(მანანას)


შენზე ფიქრებით ვათენებ ღამეს,
და მენატრება შენი ალერსი
ჩუმად ვიხსენებ იმ მწარე დღეებს,
როცა ტიროდი ჩუმ ცივ ღამეში,

ლექსები დედაზე...

ავტორი: Bacho | 18-09-2011, 12:26 | კატეგორია: ბიბლიოთეკა » ლექსები დედაზე | კომენტარები: 3 | ნანახია: 11498 |

ლექსები დედაზე...


დედავ
რა იყო, რამ დაგაღონა,
ჩემო შავფერო დედაო,
რაც შენ წახვედი მას მერე
სწორ გზას ვეღარა ვხედაო,
მოდიან შავი კაცები
გულს და გონებას მგლეჯავენ,
სული ურწმუნოთ წაიღეს
მამულს ყორნები სწეწავენ,
გვასამარებენ ქართველებს
დღედაღამ გულში გვხვრეტავენ.
ერთს გეხვეწები, მითხარი
მანდედან აქ რას ხედავენ,
ჩვენ მოშველებას მანდედან
ნეტავ რატომ ვერ ბედავენ?
ან ვინც მოვიდა აქედან
იქნება ჩუმად არიან,
რომ არ დაღონდეთ მანდ მაინც
აქ რა ყოფნითაც არიან.
სხვა რა ვთქვა,შენი საფლავი
აღარ მინახავს თვალითა,
სული მიჭირავს კბილითა
დავათრევ ძალის-ძალითა,
ღმერთს შეეხვეწე ერთს მაინც,
ნუ დამწვავს ცოდვა-ბრალით

ნიშნები: მაგარი, ლექსი, დედაზე, დედა, პოეზია, ლექსები დედაზე, ლექსები


ლექსი დედაზე - დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო

ავტორი: Bacho | 24-07-2011, 00:26 | კატეგორია: ბიბლიოთეკა » ლექსები დედაზე | კომენტარები: 0 | ნანახია: 11773 |

ლექსი დედაზე - დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო


დედავ -- სიცოცხლის დიდო საწყისო,
დედავ -- სიცოცხლის ბურჯო მაგარო,
.. ეს გული შენი გულით ხალისობს,
...შენი თვალებით ვხედავ სამყაროს

ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს
შენ დამღეროდი „ნანას", „მზე შინას",
.. რამდენი ღამე არ გძინებია,
რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა


დანარჩენი სრულიადში..

ნიშნები: ლექსი, დედაზე, პოეზია

ლექსი დედაზე - შენით თენდება

ავტორი: Bacho | 19-07-2011, 12:18 | კატეგორია: ბიბლიოთეკა » ლექსები დედაზე | კომენტარები: 2 | ნანახია: 14184 |

ლექსი დედაზე - შენით თენდება


შენით თენდება, შენით ღამდება,
ჩემო ძვირფასო დედა!
გთხოვ ,მაპატიე შენი სიცოცხლე
მე თუ ვაქციე ცრემლად

დედა შვილისთვის ყველაფერია,
შვილი დედისთვის-სევდა,
ფიქრთ და დარდით გაჭაღარავდი,
განა ვერ ვამჩნევ? ვხედავ.


.

ნიშნები: მაგარი, ლექსი, დედაზე, დედა, პოეზია, ლექსები დედაზე, ლექსები

ლექსი დედაზე...

ავტორი: Bacho | 23-06-2011, 23:41 | კატეგორია: ბიბლიოთეკა » ლექსები დედაზე | კომენტარები: 1 | ნანახია: 9361 |

ლექსი დედაზე...


ვინ ცდილობს მასწავლოს ცხოვრება ქვეყნად?
ვის უნდა ვიცოდე ყველაზე მეტად?
ნათელი სიყვარულით ვინ მოვა ჩემთან?
სითბოს გადმოაფრქვევს გულიდან დედა.

არ მიმატოვებს გასაყარ გზებთან,
სიმშვიდეს მჩუქნის ყოველთვის,ყველგან,
უკუნ სიბნელეში სანთლად ამენთება,
როგორც ყოველთვის ისევე დედა.




დანარჩენი სრულიადში

ნიშნები: ლექსი, დედაზე, ლექსები დედაზე, მაგარი


5 ლექსი დედაზე

ავტორი: Bacho | 6-05-2011, 23:29 | კატეგორია: ბიბლიოთეკა » ლექსები დედაზე | კომენტარები: 3 | ნანახია: 35328 |

5 ლექსი დედაზე


ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი - მხოლოდ ერთია.
დედა ერთია ვით მზის ამოსვლა.
ვით უკდავება, დედა ერთია,
და ქვეყანაზე ომის დაწყება
ეგ იგივეა - დედას ესვრიან.
ახალს ლანდივით შორდება ძველი,
ცხოვრების გზაზე ვის არ შეცვლიან,
არ გაჩენილა დედის შემცვლელი, -
სილამაზე და დედა ერთია.
დედა ერთია ვით სინანული,
ვით სისპეტაკე, დედა ერთია,
სიკვდილისათვის თვალის ამოთხრა
მხოლოდ დედას თუ გაუბედნია.
დედამ დათესა ეგ სილამაზე,
დასაბამიდან რასაც ეტრფიან,
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი მართლა ღმერთია


დანარჩენი სრულიადში


.

ნიშნები: ლექსი, დედაზე, დედა, პოეზია

საიტის არქივი

სექტემბერი 2014 (11)
აგვისტო 2014 (129)
ივლისი 2014 (160)
ივნისი 2014 (343)
მაისი 2014 (191)
აპრილი 2014 (57)