» » » ჩანახატები - ოცნება ზღაპრული სამყაროა

ჩანახატები - ოცნება ზღაპრული სამყაროა

ჩანახატები - ოცნება ზღაპრული სამყაროა


ოცნება ზღაპრული სამყაროა,წუთიერი ბედნიერებაა.თუ ადამიანს ოცნების უნარი არა აქვს,ის მეცხრე ცაზე არასოდეს ყოფილა,ბედნიერად არ უგრძვნია თავი.ამბობენ,ადამიანი რომ იბადება მისი ბედის წერილიც მაშინვე იწერება და მისი განუყრელიაო.მართალია,საკუთარ ბედის წერას ვერსად გაექცევი.
როგორი ლამაზია ოცნება,მაგრამ წამიერია.როცა გამოერკვევი და რეალობას დაუბრუნდები,გულის სიღრმეში ჩაგწვდება ის რაც ყველაფრისგან შორსაა.ოცნება ოცნებაა და მეტი არაფერი.გინდა დროებითი ბედნიერება?იოცნებე და შენზე ბედნიერი ქვეყნად არავინ იქნება.დახუჭე თვალი და გაექცევი ყველას და ყველაფერს,რაც გიკლავს გულს და რაც გირთულებს სიცოცხლეს.
ალბად ქვა უნდა იყო ადამიანი,რომ ყველას და ყველაფერს გაუძლო.ძნელია,როცა არ ცხოვრობ,უბრალოდ ცოცოხლობ და “მისი” მოლოდინით არსებობ და ყველაფერ ამასთან ერთად თითქმის არაფრის უფლება არ გვაქვს,იმიტომ რომ გოგო ხარ და იმდენი პრივილეგიებით ვერ სარგებლობ,როგორც ბიჭი.მტანჯველია ეს ყველაფერი,გაუსაძლისია.
ზოგს ჰგონია,მშიერი რომ არ ხარ და ლუკმა გიდევს პირში-ბედნიერი ხარ,მაგრამცხოვრება ომია,ომი... იქნებ ოდესმე გამოჩნდეს კიდეც ოცნების რაინდი,მშველელი გმირი და გიხსნას...
აბა ვინ არის ის ადამიანი,ვისაც ოცნება შეუძლია,მაგრამ არ შეუძლია მისწვდეს,ხელით შეეხოს მას?იგი რეალური სამყაროდანაა შორს.ლიტონის სიტყვები ყოფილა:”თუ რამეს მოინდომებ ძალიან,გააკეთებ კიდეც.”-შეიძლება,მაგრამ ყოველთვის არა.
რა არის ეს სიცოცხლისთვის უაზრო?-რა და უსიყვარულო ცხოვრება.როცა გიყვარს ძლიერი ხარ,შენნაირი არავინ გგონია,მაგრამ იმაზე ფიქრი,რომ ამ ქვეყანაზე არსებობს ადამიანი,რომელიც შენგან განსხვავებით შეიძლება არც კი ფიქრობს შენზე ,ძალიან მტკინვეულია...
ამიტომ.მოდი ვიოცნებოთ,და იქნებ ოცნება ოცნებად არ დარჩეს და ოდესმე რეალობად იქცეს...ადამიანი ხომ იმედით ცოცოხლობს.


  • არ მომწონს
  • +5
  • მომწონს
  • უკან
23-06-2011, 23:51 3 930 1 -

სულ კომენტარები: 1


natuuka от 6 ოქტომბერი 2011 12:50
oo.. Ramdeni ram MaswwavLa am ertma PaTara ChanaxaTma , RomelShic titoeuli SiTyva MniShnvneloVania.. Didebulia : )))))




ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.