იყო ადამიანი...

იყო ადამიანი...


ადამიანად ყოფნა მარტო ორ ფეხზე სიარულს არ უნდა ნიშნავდეს, ამას მშვენივრად ახერხებენ მაიმუნები ...
ადამიანად ყოფნა არც მოწესრიგებულ საზოგადეობაში ცხოვრება უნდა იყოს, მოწესრიგებული საზოგადოებით ჭიანჭველებსა და ფუტკრებს ვერ გააოცებთ ... ადამიანად ყოფნა არც ლამაზი სადღეგრძელოების თქმაში გამოიხატება, თუთიყუშსაც კი შეუძლია ლექსების დაზეპირება ...
ალბათ ადამიანი ის არის, ვინც ცოცხალია, ნუ შემეკამათებით , ცოცხლებით, ცოცხლები ხომ მცენარეები და ცხოველებიც არიანო ... მე სხვანაირ სიცოცხლეს ვგულისხმობ : " ვფიქრობ, ესე იგი, ვცოცხლობ ... ვაზროვნებ, ესე იგი, ცხოცხლობ ... მტკივა, ესე იგი, ვცოცხლობ ... ვგრძნობ, ესე იგი, ვცოცხლობ ... მშია, ესე იგი, ვცოცხლობ ... ვოცნებობ, ესე იგი, ვცოცხლობ ... მიყვარს, ესე იგი, ვცოცხლობ ... "
ძალიან ძნელია ადამიანად ყოფნა ... ყოველდღიურად უამრავ განსაცდელს უნდა გაუძლო, უამრავ პრობლემას უნდა მოერიო, ბევრ ადამიანს უნდა გაუღიმო, როცა სულ არ გეღიმება და ეს ყველაფერი ისე უნდა გააკეთო, რომ ადამიანობა არ დაკარგო ...
სწორედ ეს, ადამიანობის, სიკეთის, სიყვარულის, მთელი ცხოვრების განმავლობაში შენარჩუნება ნიშნავს, იყო ადამიანი ...
ტეგები: ჩანახატები


  • არ მომწონს
  • +5
  • მომწონს
  • უკან
14-03-2016, 09:39 975 0 -

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.