» » სტატუსები ნაწილი 4

სტატუსები ნაწილი 4

სტატუსები  ნაწილი 4



1)თუ კი ოდესმე დაბლა დაიხედავ ისეთ ადამიანებს დაინახავ რომლებსაც უჭირთ,ტკივათ და უყვართ კიდევაც,შეიძლება ჩვენზე დაბლა დგანან მაგრამ სიყვარულით ჩვენს გვერდით დაიმკვიდრებენ ხოლმე ადგილს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მათ სიყვარული ჩვენზე მეტად შუძლიათ.
2)ხშირად წერენ ისეთ სტატუსებს,რომლებითაც სხვებს აკრიტიკებენ მეგობრობის,სიყვარულის და სხვა ფასეულობების არ ცოდნის გამო,მე არასოდეს დამიწერია მსგავსი რამ,მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად მოსაბეზრებელია მინდა,რომ ყველას მარტივად ვუთხრა:თუ სხვებს გალანღავთ,ამით ისინი ვერც მეგობრობას შეისწავლიან,ვერც სიყვარულს და ვერც სხვა ფასეულობებს,თუმცა კრიტიკაში კი ცოდნას კიდევ უფრო მეტად გაიღრმავებენ :*
3)ვერ ვხვდები საქართველოში ყველა რატომ ჭამს ერთმანეთს,რატომ ითხოვთ ყოველთვის სხვა ქვეყნებიდან დაფასებას,როცა თვითონ არ აფასებთ საკუთარ ერს!
4)თითქოს,მაგრამ მაინც ვცხოვრობთ...თითქოს,მაგრამ მაინც გვიყვარს...თითქოს,მაგრამ მაინც ვმეგობრობთ...თითქოს,მაგრამ მაინც ვუშვებთ უამრავ ცოდვას და ბოლოს გვიკვირს რისთვის "თითქოს" გვსჯის ღმერთი !
5)დარწმუნებული ვარ ვინმემ,რომ კითხვა დაგისვან სად იმოგზაურებდითო,ნახევარზე მეტი უვიცი ადამიანი,რორმელმაც ამ ქალაქის ადგილმდებარეობაც კი არ იცის რუკაზე,უპასუხებს "პარიზში"-ო...დასანანი ის კი არ არის მოდის გამო რომ ქალაქს ირჩევთ,უბრალოდ ის რომ არავის უჩნდება სურვილი იერუსალიმში უფლის ნაკვალევს შეეხოს და თუნდაც ხუთი წუთით მაინც მასთან ყველაზე ახლოს შეიგრძნოს ღმერთი.
6)ვიცი,რომ ყველაფერი შეცვლილია.ვიცი,რომ შეიცვალა ხალხიც,შეიცვალა ბუნებაც,ყველაფერი შეიცვალა,მაგრამ ის მაცოცხლებს,რომ ჯერაც დარჩნენ ის ხალხი,რომლეიც უკეთესობისკენ შეიცვალა.
7)"თუ კი ამ ქვეყნად ღმერთი არსებობს,სიყვარულია სწორედ ის ღმერთი..."
8)მთავარი ის კი არ არის ვინ რამდენ ხანს იცოცხლებს,მთავარი ის არის ვინ როგორ იცოცხლებს...
9)ყველაზე წმინდად ის ადამიანი მიმაჩნია,რომელსაც წამს და უფლის სიყვარულს შიშის კი არა პატივისცემის გამო ამჟღავნებს.
10)თუ ზოგ ადამიანს დაუჯერე ფულის გარეშე ვერაფერს მიაღწევ,მათ მინდა,რომ ვუთხრა ფულით გრძნობებს ვერ იყიდი,ვერც ჯანმრთელობას და ვერ ოჯახს შეიძენ...ძალიან ბევრი მილიონერი მარტოა,მაგრამ გზატკეცილზე 5 თეთრის გამო ჩამომჯდარ უამრავ მათხოვარს სახლში ოჯახი ელოდება.
11)გამოსავალი იცით რაშია? თუ კი მიხვდებით,რომ ჩვენი ცხოვრება ძალიან მცირეა იმისთვის რომ ვიყოთ ამაყები და თან სიყვარულიც მოვასწროთ.
12)ადამიანების ყველაზე დიდი შეცდომა იმაშია,რომ ნახევარი სიცოცხლის მანძილზე ფიქრობენ,რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვთ.
13)"მე შენთან მოვალ,როგორც თოვლი მოვიდა შარშან...შარშან კი თოვლი როგორც მახსოვს სულ არ მოსულა."
14)რა გითხრათ?ან კი რით გაგახაროთ?ვერაფერს გეტტყვით რამეს მე ახალს.ვმარტოობ კვლავაც რომ აღარ ვზიდო ადამიანის დაკარგვის განცდა!
15)ალბათ იმიტომ აიგივებთ მზეს სითბოსთან რომ ნათელია და ყველას ათბობს,მაგრამ გიფიქრიათ იმაზე რომ მზე კოსმოსშია ადამიანების სითბო კი სულიდან მოდის? ცივ ადამიანს მზე შინაგანად ვერასოდეს გაათბობს


წინა სიახლე » სტატუსები ნაწილი 3 (სასაცი...შემდეგი სიახლე » სტატუსები ნაწილი 5


  • არ მომწონს
  • +5
  • მომწონს
  • უკან
27-11-2014, 18:43 2 614 0 -

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.