» » სტატუსები ნაწილი 18

სტატუსები ნაწილი 18

❀ როცა თავს სულელად წარმოაჩენ, ნამდვილი მეგობარი ყოველთვის მიხვდება, რომ ეს შენი ჭეშმარიტი სახე არაა
❀ ნამდვილი მეგობარი ყოველთვის შენი მეგობარი იქნება და არა მხოლოდ ლხენისას, არამედ გაჭირვებასიც
❀ მარტოობა ყველაზე ძნელი მაშინაა, როცა გულწრფელ მეგობარს ხარ მოკლებუ
❀ მეგობარი სწორედ მაშინ გიდგება გვერდში, როცა თითქოს მთელი სამყარო ზურგს გაქცევს
❀ მეგობარი არის ადამიანი, ვინც ყველაფერი იცის შენს შესახებ და მაინც უყვარხარ
❀ შენი მეგობრები შენი სიმდიდრეა, შენი მარგალიტი, ოქრო და ბრილიანტი
❀ როცა რაღაც სიგიჟემდე გიხარია, ვისთან გარბიხარ და ვის უზიარებ შენს სიხარულს?
❀ როცა შეცდომას უშვებ და ხრამთან დგახარ გაუთვალისწინებლად, ვინ მოდის და ვინ გიწვდის დახმარების ხელს?მეგობარი არასოდეს გეტყვის „ხომ გეუბნებოდი" მაშინაც კი, როცა მართლა გეუბნებოდა
❀ მეგობრებს ისე მოექეცი, როგორც საკუთარ ნახატებს და თითოეულს შესაფერისი განათება მოუძებნე
❀ ერთგული მეგობარი ნებისმიერ ქონებაზე მეტი სიმდიდრეა
❀ მეგობრობას ხან დიდი ხნის ნაცნობობა ბადებს, ხან კი- სულ ერთი ღიმილი. მასზე ძვირფასი განძი არც არსებობს- სიყვარულს თუ არ ჩავთვლით და სიყვარულიც მაშინაა ნაღდი, თუ მეგობრობა უდევს საფუძვლად
❀ მეგობრობა ურთულესი რამაა ასახსნელად: ის არც სკოლის საგანია და კერძოდაც ვერავისთან ისწავლი, არადა- მეგობრობის აზრი თუ არ იცი ჩათვალე, რომ ვერაფერი გისწავლია.
❀ მეგობარი ეს არის ის პიროვნება, რომელთანაც შეგიძლია თქვა რაც გინდა და არა ყველაფერი. იმისთვის, რომ დარწმუნდე ენდო თუ არა ბოლომდე უნდა იცნობდე დიდი ხანი და გამოსცადო გაგყიდის თუ არა
❀ ო, რა შვებაა, ენით უთქნელი შვება მის გვერდით ყოფნა, ვისთანაც ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა არ გჭირდება; როცა ენაზე მომდგარ სიტყვას, საფიქრალს მას მიანდობ, ვინც სანდო ყურით გისმენს და სათნო ხელით ცრის: რაც ყურადღების ღირსი იყო, იმას იტოვებს, ფუჭი სიტყვების ანაცერს კი სიყვარულით სულს შეუბერავს და ქარს გაატანს
❀ ჭეშმარიტი ბედნიერება მეგობრების რაოდენობაში კი არაა, არამედ მათ სწორად შერჩევაში
❀ მეგობრობა ადამიანის სულისთვის ისეთივე აუცილებელი საკვებია, როგორიც ხელოვნება და ფილოსოფია. ეს ბუნების წესია - გყავდეს მეგობარი და გადარჩე
❀ მეგობარი არის ის ვისაც ესმის შენი სულის მუსიკა და გეხმარება მაშინ, როდესაც ნოტები გავიწყდება


წინა სიახლე » სტატუსები ნაწილი 17შემდეგი სიახლე » სტატუსები ნაწილი 1


  • არ მომწონს
  • +11
  • მომწონს
  • უკან
1-09-2014, 02:08 2 723 0 -

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.