» » ნიკო გომელაურის ლექსები #11

ნიკო გომელაურის ლექსები #11

ნიკო გომელაურის ლექსები #11


მხოლოდ ერთი რამ გამაგებინე
(მინდა გავერკვე,მინდა მესმოდეს)
რატომ პასუხი არ გამაგებინე,
მე და ჩემნაირ მცირე პერსონებს?...

გამაგებინე,რა დამიშავე
-მუდამ ამაოდ რატომ გახსენებ?...
თუნდაც თავიდან უცებ ვიშვა მე,
ვიცი,მაშინაც არ მოგასვენებ...

გამაგებინე,რად გიღირს რითმა?
ნუთუ ლექსისთვის აქ მომავლინე?
თუ ასე არის,მე მინდა გითხრა,
უპრინციპობა გამოავლინე...

გამაგებინე ხუმრობის არსი,
(ხუმრობის,ცოტა მეც გამეგება)...
შენ გვერდით მარჯვნივ რატომღა დამსვი?
-შენ ხომ მარცხენა სვლა მეხერხება...

რით გამაოცე,რომ გამაორე?
-ჯვარს და ჯავრიანს ნაბიჯი მიჯნავს.
გამაგებინე.ვიბნევი...თორემ,
ჩემგან რა მიდის?!-მე ვიზამ პირჯვარს!...


  • არ მომწონს
  • +5
  • მომწონს
  • უკან
12-01-2016, 17:26 910 0 -

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.