|
ნავიგაცია
საიტის კატეგორიები
კომენტარები
ბოლო კომენტარები
კალენდარი
საიტის კალენდარი
არქივი
საიტის არქივი თვეებით
მაისი 2012 (87)აპრილი 2012 (120) მარტი 2012 (88) თებერვალი 2012 (169) იანვარი 2012 (148) დეკემბერი 2011 (128)
რეკლამა
რეკლამა საიტზე
|
![]() - ჯერ გაზაფხული არც შემოსულა ჯერ გაზაფხული არც შემოსულა. ლარნაკში დამჭკნარ შარშანდელ იას დაუკოცნელი მარტის დღეების სევდა ლაჟვარდში ფარფატით მიაქვს. ჯერ გაზაფხული არც შემოსულა, ნაადრევია ეს მონატრებაც. ყოჩივარდების კრიალოსანი ჩამოიმარცვლა ჯვრის მონასტერმა. მზე ერთხელ კიდევ მოილოგინებს. ია, გამხმარი ფოთლების ჩვრებში, უშვილო მდიდრის კარზე მიგდებულ ჩვილივით მოგთხოვს აყვანას ხელში. ქარი კი მიქრის. შედედებული ნისლით ამოვსილ ხევ-ხუვებს ლოკავს. საით წაიღებს ჩემს გაზაფხულებს - იით მოქარგულ უფურცლავ ლოცვანს? მარიამ წიკლაური - - - - პირველი ღამე ის იყო თითქმის სულ მთლად გახდილი და ეს რომ ნახეს ხეებმა ალვის, ვიქნები თქვენთან მე გულახდილი შემოამტვრიეს ფანჯრები ლამის. თან დაუდევრად სკამზე შემოჯდა ხელებგაშლილი, პატარა, ცელქი და იატაკზე ნდომისგან თრთოდა ორი პატარ ლამაზი ტერფი. პეპელასავით დაფარფატებდა, მის გაღიმებულ თვალებში სხივი და რადგან ღიმილს ვერას მატებდა მკერდზე ჩამოჯდა, ნახა ყვავილი. როცა დავკოცნე ფეხის თითები სიცილი რბილი, შეცვალა მკაცრით. თითქოს ფაფუკი თოვლის ფიფქები მყის შეიცვალა კრისტალით ბასრით. ფეხები შერგო პერანგში ღამის ",ეგებ გაჩერდეთ, ჩემო ბატონო"?! ჩაიკისკისა, დამცინა ლამის ამდენს მიბედავ ნეტავ რატომო?! აკანკალებდა მას ჩემი კოცნა და როცა ნაზად დავკოცნე თვალი, ჩაიჩურჩულა"რად არ გსურთ მოცდა?" გადააქნია კეკლუცად თავი. "მინდა რომ გითხრათ სულ ორი სიტყვა"! მე კი ვკოცნიდი, მოცდა სად არის?! სიტყვა იმ ღამეს საკმაოდ ითქვა, სიყვარულისთვის მივხვდი, მზად არის! ის იყო თითქმის სულ მთლად გახდილი და ეს რომ ნახეს ხეებმა ალვის ვიქნები თქვენთან მე გულახდილი შემოამტვრიეს ფანჯრები ლამის არტურ რემბო თარგმანი ფრანგულიდან - ბესო ხომერიკი - - - - მე გჩუქნი თვალებს მე გჩუქნი ჩემს თბილ, თაფლისფერ თვალებს, დღეს სულ ერთია ჩემთვის ვინა ხარ, მე თვალებს გჩუქნი, ეს იმას ნიშნავს, რომ თვალს აახელ და დამინახავ. რადგან ვხედავდი მთელი ქვეყანა მუდმივად კვალში მედგა მუქარით, მე თვალებს გჩუქნი, ნუ გიხარია, შეჩვენებაა ეს საჩუქარი. თვალებში მთელი სამყარო მოჩანს და ის გეყოფა ფიქრად თუ დარდად, გქონდეს თვალები და ამ თვალებით ყველას ხედავდე იმ ერთის გარდა. მე გჩუქნი კეთილს, ნაღვლიან თვალებს, ვით იის ანდა ენძელის კონას, შენ ჯერ ვერ ხედავ, რომ ამ თვალთაგან უკანასკნელი ცრემლები ჟონავს. დიდი და უხვი სინათლის ნაცვლად დამრჩება ორი ბნელი ფუღურო, ნუ გიხარია, შენ ამ თვალებით ხვალ ბრმა ქვეყანას უნდა უყურო... გიორგი ლობჟანიძე
ავტორი: Admin→22-02-2012, 21:20 კატეგორიაში: ფოტო არქივი » სხვადასხვა ნანახია: 238
ანახე მეგობრებს ოდნოებში 0
მოგწონს? -
ავტორი: Admin→22-02-2012, 21:13 კატეგორიაში: ფოტო არქივი » ART - ფოტო ნანახია: 119
ანახე მეგობრებს ოდნოებში 0
მოგწონს? -
ავტორი: Admin→22-02-2012, 21:00 კატეგორიაში: ფოტო არქივი » პიროვნება ნანახია: 106
ანახე მეგობრებს ოდნოებში 0
მოგწონს? -
შეიძლება მე გემოვნება არა მაქვს, მაგრამ მე ჩემი უნდა ვთქვა - მაგარი რაღაც აცვია ტანზე და ეგ ლურჯი წინდები და ფეხსაცმელი სულ ამახინჯებს ყველაფერს.
ავტორი: Admin→22-02-2012, 20:38 კატეგორიაში: ფოტო არქივი » პიროვნება ნანახია: 143
ანახე მეგობრებს ოდნოებში 0
მოგწონს? -
ავტორი: Admin→22-02-2012, 20:21 კატეგორიაში: ფოტო არქივი » პიროვნება ნანახია: 84
ანახე მეგობრებს ოდნოებში 0
მოგწონს? -
ავტორი: Admin→22-02-2012, 20:18 კატეგორიაში: ფოტო არქივი » მსოფლიო ნანახია: 158
ანახე მეგობრებს ოდნოებში 0
მოგწონს? -
ავტორი: Admin→22-02-2012, 20:03 კატეგორიაში: ფოტო არქივი » სხვადასხვა ნანახია: 133
ანახე მეგობრებს ოდნოებში 0
მოგწონს? -
გენაცვალე
|
TOP - სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საუკეთესო ავტორები
თავი გამოიჩინეს
ტოპ კომენტატორები
საუკეთესო კომენტატორები
გამიკითხვა
დააფიქსირე შენი აზრი!
წლის რომელი დრო გიყვარს ყველაზე ძალიან?
რეკლამა
ჩვენთან რელამა იაფია!
{changeskin}
2010, 2011, 3d, Fashion, Rihanna, Фотограф, ავტომობილი, ახალი, ბიკინი, ბუნება, გოგო, გოგოები, ეროტიკა, ვიდეო, იეროგლიფი, კაბა, ლამაზი, ლექსები, ლექსი, ლონდონი, მაგარი, მოდა, მოდელი, მხატვარი, პოეზია, ჟურნალი, სასაცილო, საქორწილო, სიყვარულზე, სიყვარული, სტატუსები, სუპერ, სხვადასხვა, ულამაზესი, ფოტო, ფოტოგრაფი, ფოტოები, ფოტოსესია, ცხოველები, ხოხმა
ყველა ტეგის ჩვენება |